თურქული პრესის მიმოხილვა 26.02.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

238516
თურქული პრესის მიმოხილვა 26.02.2015

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ საბაჰში გამოქვეყნებული სტატიით დავიწყებთ რომლის სახელწოდებაც გახლავთ ”ამნისტიის საერთაშორისო ორგანიზაცია ერდოღანს დაემოწმა, იგი გაეროს ინტერესებს ემსახურება”. გაზეთის ცნობით ამნისტიის საერთაშორისო ორგანიზაცია აცხადებს, რომ გაეროს უშიშროების საბჭო სირიის, ერაყის, პალესტინის, ისრაელის და უკრაინის კრიზისში წარმატებას ვერ მიაღწია. ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანოს მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი ქვეყნები აშშ, რუსეთი, ჩინეთი, ინგლისი და საფრანგეთი ადამიანის უფლებებზე უფრო მეტად საკუთარი პოლიტიკური ინტერესების მიხედვით მოქმედებენ. პრეზიდენტი ერდოღანი კი ბევრ გამისვლაზე აღნიშნავდა რომ მხოლოდ ამ 5 ქვეყნის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არასწორია.

სტარი წერს, რომ ერაყში ორი ინგლისური თვითფრინავი იქნა ჩამოგდებული, რომელებსაც ტერორისტულ ორგანიზაცია ISIS-თან იარაღი გადაჰქონდათ. ერაყის პარლამენტის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ჰაქემ ელ-ზამელმა ამ მსოფლიოს შემზარავ მოვლენაზე განცხადება გააკეთა. მისი განცხადებით ინგლისის ორი თვითფრინავი ანბარის რეგიონში იქნა ჩამოგდებული. ხალხმა და სამხედროებმა თვითფრინავში ინგლისის დრშები აღმოაჩინეს. მოვლენასთან დაკავშირებით ინგლისისგან განმარტებას მოითხოვენ, რომელიც ჯერ არ გაკეთებულა.

ჰაბერ თურქში ვკითხულობთ სტატიას სახელწოდებით ”სირია ტერორისტულ ლაბორატორიად გადაიქცა”, სადაც თურქეთის ევროინტეგრაციის მინისტრის ვოლკან ბოზკირის მიერ გაკეთებულ განაცხადაზეა გამახვილებული ყურადღება. მან აღნიშნა: ” ჩვენ სირიაში მიმდინარე მოვლენების დაწყებისთანავე ავღნიშნეთ, რომ თუ სირიაზე ოპერაცია არ განხორციელდება სამომავლოდ იგი მსოფლიო პრობლემად გადაიქცევა, ასეც მოხდა”. ბოზკირმა ასევე აღნიშნა, რომ სირიაში შესაბამისი ზომების მიუღებლობამ დღეს ასადის რეჟიმსა და ოპოზიციას შორის არსებულმა პრობლემებმა ალქაიდას მსგავს ტერორორგანიზაციებიც ჩაიყოლია. სირიის პრობლემა მსოფლიოს მრავალი ქვეყნის საგარეო ურთიერთობებზეც აისახა და ასევე ტერორისტილი ორგანიზაციების ახალ სამოქმედო ლაბორატორიად გადაიქცა.

ვათანი იტყობინება, რომ ისრაელის პრემიერის ბენიამინ ნეტანიაჰუს მიერ აშშ-ს ირანთან ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებების შესახებ გაკეთებულმა განცხადებამ უარყოფითი რეაგირება გამოიწვია. თეთრ სახლში, მომავალ კვირას აშშ-ში ნეტანიაჰუს ვიზიტამდე და კონგრესში სიტყვით გამოსვლამდე ისრაელის მიმართ კრიტიკა გახშირდა. აშშ-ს პრეზიდენტ ობამას ეროვნული უსაფრთხოების საკითხში მრჩეველის სუზან რაისის განცხადებით, მომავალი კვირის სამშაბთ დღეს კონგრესში სიტყვით გამოსვლამ შეიძლება ვაშინგტონ-თელავივს შორის ურთიერთობა დაძაბოს.

იენი შაფაქის კულტურის მიმომხილველი სტამბოლის მერიის მიერ მომზადებულ ახალ წიგნზე ამახვილებს ყურადღებას. წიგნში საუბარია სტამბოლის სხვადასხვა კულტურებზე ბიზანტიიდან მოყოლებული ოსმალეთამდე, ოსმალეთიდან კი თურქეთის რესპუბლიკამდე პერიოდის მითოლოგიურ გმირებზე, ჯადოსნურ სვეტებზე, სინაგოგებზე, ეკლესია-მონასტრებზე, მეჩეთებზე და სხვა. ამ წიგნის შეძენის საშუალება მსურველებს CNR-ს წიგნების გამოფენაზე ექნებათ. ეს გამოფენა 27 თებერვლიდან 8 მარტამდე სტამბოლში CNR EXPO-ში მოეწყობა.

ჰურრიეთის მიხედვით ლონდონის მოდის კვირეულის ბოლო დღეს Elle Style-ის ჯილდოები მფლობელებს გადაეცათ. Sky Gardens-ში გამართულ ღონისძიებაზე წლის დიზაინერის ჯილდო თურქ დიზაინერ ერდემ მორალოღლუს გადაეცა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები