თურქული პრესის მიმოხილვა 25.02.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

236828
თურქული პრესის მიმოხილვა 25.02.2015


დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ სტარით დავიწყებთ. რომელშიც ვკითხულობთ: ევროპაში მუსლიმანების მიმართ არსებული უარყოფითი შეხედულებების გაქარწყლების მიზნით 28 თებერვალს გარკვეული ღონისძიებების ჩატარება იგეგმება. ეს ღონისძიებები გერმანიაში, ჰოლანდიაში, საფრანგეთში, დანიაში და ევროპის სხვა მრავალ ქვეყნებში ჩატარდება. ზოგიერთ ქალაქებში ასეთი ღონისძიებები საზოგადოების თავშეყრის ადგილებში გაიმართება და დამსწრე საზოგადოებას საჩუქრად ვარდებს გადასცემენ, წერს სტარი.

ჰაბერ თურქის ეკონომიკური მიმომხილველი თურქეთის ცენტრალური ბანკის მიერ წლიური საპროცენტო განაკვეთების დაწევასთან დაკავშირებით პრემიერ დავუთოღლუს განცხადებაზე ამახვილებს ყურადღებას. ”პროცენტის დაწევა კარგია მაგრამ საკმარისი არ არის”, განაცხადა პრემიერმა დავუთოღლუმ და დადებითად შეაფასა რა პროცენტების დაწევა, დასძინა რომ ეს თურქეთის ეკონომიკის მდგრადობაზე მიუთითებს. დავუთოღლუმ თავის განცხადებაში ასევე დაამატა, რომ საკმარისი არ არის პროცენტის ამ დონეზე დაწევა და ცენტრალური ბანკისგან კიდევ ელიან პროცენტეის დაწევას.


იენი შაფაქის მიხედვით მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი თურქეთში რაისნერი თურქეთის ეკონომიკურ წინსვლაზე განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით ბოლო ორი წლის განმავლობაში თურქეთმა კერძო სექტორში, საბანკო სისტემაში, განათლებაში, სამშენებლო და სხვა სექტორებში დიდი წინსვლა გამოავლინა. მისივე თქმით თურქეთის ასეთი წარმატების კვლევასთან დაკავშირებით სტამბოლში ჩამოვიდა მსოფლიოს 25 ქვეყნის წარმომადგენელი. რაისნერი ასევე ანატოლიის სხვადასხვა ქალაქების განვითარებაზეც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ ეს ქალაქები ძალიან სწრაფი ტემპით ემსგავსებიან მეტროპოლ ქალაქებს.

საბაჰი იტყობინება, რომ ის უმაღლესი განათლების დაწესებულებები, რომლებიც მეცნიერებასთან და ტექნოლოგიასთან დაკავშირებით ახალ პროექტებს მოაზადებენ, სტიმულირების სახით გარკვეული თანხის ჯილდო გადაეცემათ. ასეთი ჯილდოს გადაცემა ქულების მიხედვით მოხდება. ამავე პროექტით აკადემიკოსებს ყველაზე მეტი ქულა მათი პროექტის საერთაშორისო პატენტებში მოხვედრის მიხედვით მიეცემათ. ეს კანონი ახლა 6 მარტს მინისტრთა საბჭოს გადაეგზავნება, ვკითხულობთ საბაჰში.

სტარის ეკონომიკური მიმომხილველის თქმით თურქი მამაკაცები ვაჭრობაში პირველ ადგილზე დგანან. ერთ-ერთ საკრედიტო ფირმის მიერ 17 ქვეყანაში ჩატარებული გამოკვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ საკრედიტო ბარათით თურქი მამაკაცები უფრო მეტს ვაჭრობენ. ამავე გამოკვლევის თანახმად მართალია ქალები ბევრს ვაჭრობენ, მაგრამ ცოტას ხარჯავენ, როცა მამაკაცები პირიქით იქცევიან, ნაკლებს ვაჭრობენ მაგრამ ბევრს ხარჯავენ.

მილლიეთი სპორტულ გვერდზე თურქი მსაჯების, ჰუსეინ გოჩექის და ჯუნეით ჩაქირის მნიშვნელოვან მოვალეობაზე ამახვილებს ყურადღებას და წერს, რომ UEFA-ს და FİFA-ს ლიცენზირებული თურქი მსაჯები ხვალ UEFA-ს თასზე მეორე ტურის საპასუხო მატჩებზე იმსაჯებენ. რუსეთის კლუბ ზენიტს და ჰოლანდიის პსვ-ს მატჩის მთავარი მსაჯი ჯუნეით ჩაქირი იქნება, ხოლო ჰუსეინ გოჩექი იტალიის ფიორენტინას და ინგლისის ტოტენჰამის მატჩს წაიყვანს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები