თურქული პრესის მიმოხილვა 24.02.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

230506
თურქული პრესის მიმოხილვა 24.02.2015

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ საბაჰში გამოქვეყნებული პრეზიდენტ ერდიღანის და პრემიერ დავითოღლუს ”შაჰ ფირატის” ოპერაციის შესახებ გაკეთებული განცხადებებით დავიწყებთ: პრეზიდენტ ერდოღანმა თქვა, რომ სირიაში მდებარე სულეიმან შაჰის მავზოლეუმზე თავდასხმით თურქეთზე შანტაჟის მოწყობა სურდათ. ”ჩვენ მათი ეს გეგმები ჩავშალეთ”, განაცხადა ერდოღანმა. პრემიერმა დავუთოღლუმ კი შაჰ ფირატის ოპერაცია ისტორიულ მოვლენად შეაფასა და თურქეთის სამი წითელი ხაზის შესახებ განაცხადა: 1-ლი, მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას მყოფი თურქეთის მოქალაქეების დაცვა ჩვენთვის დიდი პატივია, მე-2, ჩვენს მემკვიდრეობას ყოველთვის და ყველგან დავიცავთ, მე-3, თურქეთის ერთ მუჭა მიწასაც კი არ დავუთმობთ არავის.

ჰაბერ თურქი აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით ”ერბილს 500 მილიონი დოლარი” და მასში ვკითხულობთ: ჩრდილოეთ ერაყის რეგიონული მთავრობის პრემიერმა ნეჩირვან ბარზანიმ ბაღდადში ვერ ნახული მხარდაჭერა ანკარისგან მიიღო. გასულ კვირას თურქეთში ჩამოსული ბარზანი ერდოღანს შეხვდა, მან მისი ქვეყნის სახელმწიფო მოხელეების ხელფასების გადახდის მიზნით თურქეთიდან ფული ისესხა. ანკარაში გაკეთებული განცხადების თანახმად ამ ვალის გადახდა ან ნავთობის სახით, ან კიდევ ჩრდილოეთ ერაყის რეგიონული მთავრობის მიერ ფულის სახით იქნება გადახდილი.

სტარი პირველ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ყურადღებას ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის ლიბერმანის განცხადებაზე ამახვილებს ყურადღებას. ამ ინფორმაციაში ვკითხულობთ: ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა პალესტინელი პატიმრების განთავისუფლება გააკრიტიკა, ”ჩვენი მთავარი პრობლემა მათი განთავუსუფლებაა და ასევე ჰამასის მთლიანად განადგურების ბრძანების გაუცემლობაა”, განაცხადა მან. ჰამასის რელიგიური სამმართველოს უფროსმა უსამე ჰამდანმა კი თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ ”ევროპაში პალესტინის მიმართ მომატებული სიმპათია ისრაელს არ მოსწონს, ამიტომ მთელს ევროპაში ბოლო პერიოდში განხორციელებულ თავდასხმებში, სწორედ ისრაელს ურევია ხელი”. მან ასევე ღაზაში არსებულ მდგომარეობაზეც გაამახვილა ყურადღება და სიტუაციის სირთულეზეც მიუთითა. მისივე თქმითვე ბოლო რამოდენიმე დღის განმავლობაში ქალებიდან და ბავშვებიდან ათას კაცამდის უკვე სავადმყოფოებში არიან.

იენი შაფაქი ეკონომიკურ გვერდზე უცხო ინვესტიციაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელშიც ვკითხულობთ: თურქეთში ბოლო 12 წლის განმავლობაში მთლიანობაში 162 მილიარდი დოლარის უცხო ინვესტიცია შემოვიდა, რამაც ექსპორტის ზრდას შეუწყო ხელი. 2003-2013 წლების პერიოდში 150 მილიარდი დოლარის უცხო ინვესტიცია შემოვიდა და ეს პროცესი 2014 წელსაც გაგრძელდა. მიუხედავად ცენტრალური ბანკის მაღალი პროცენტებისა, გასულ წელს თურქეთში 12 მილიარდ 143 მილიონი დოლარის უცხო ინვესტიცია შემოვიდა, წერს იენი შაფაქი.

მილლიეთის მიხედვით თურქეთი იუველირების სექტორში საერთაშორისო სამკაულების გამოფენისთვის ემზადება. გამოფენა 12-15 მარტს სტამბოლში CNR Expo-ში მოეწყობა. ეს გამოფენა უკვე 30 წელია რაც ეწყობა. გასული წლის გამოფენაზე 11 ქვეყანიდან 1250 ფირმა მონაწილეობდა, ხოლო ეს გამოფენა 40 ათასამდე კაცმა მოინახულა. ეს ღონისძიება მარტის და ოქტომბრის თვეში, ანუ წელიწადში ორჯერ ეწყობა. ამ სექტორის ექსპორტის 80% სწორედ ამ გამოფენის მეშვეობით ხორციელდება.

ვათანი წერს, რომ სტამბოლის მესამე გვირაბის მარშრუტი უკვე ნათელი გახდა. სტამბოლში, ბოსფორის სრუტის ქვეშ გამავალი მარმარას და ევრაზიის წყალქვეშა გვირაბების შემდეგ, მესამე წყალქვეშა გვირაბის მარშრუტი საზოგადოებისთვის პარასკევს გახდება ცნობილი. პროექტის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიაში პრეზიდენტი ერდოღანი და პრემიერი დავუთოღლუ მიიღებენ მონაწილეობას.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები