თურქული პრესის მიმოხილვა 20.02.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

225028
თურქული პრესის მიმოხილვა 20.02.2015

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ ჰაბერ თურქში გამოქვეყნებული სტატიით დავიწყებთ, რომლის სახელწოდებაა, ”ასწავლე და აღჭურვე” და მის მიხედვით ამ პროექტს უკვე ხელი მოეწერა. თურქეთმა და აშშ-მა სირიელი ოპოზიციონერების ”ასწავლე და აღჭურვე” პროექტს ხელი გუშინ მოაწერეს. მხარეებმა დიდი ხნის მუშაობის შემდეგ შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმებას თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მრჩეველმა ფერიდუნ სინირლიოღლუმ და აშშ-ს ანკარის ელჩმა ჯონ ბასმა მოაწერეს ხელი. ხელმოწერის შემდეგ ბასმა თქვა: ”ერთად როცა ვმუშაობთ უფრო ძლიერები ვართ”. პროექტი ”ასწავლე და აღჭურვე” მარტის თვეში ამოქმედდება და ყოველწლიურად თურქეთში 2 ათასამდე სირიელი ოპოზიციონერი იქნება გაწვრთნილი.

ამავე გაზეთის ერთი სხვა სტატია კი თურქული ნაკადის მარშუტზე ამახვილებს ყურადღებას და წერს: რუსული გაზპრომის და თურქეთის ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ მომზადებული და წარდგენილი პროექტის თანახმად ე.წ. თურქული ნაკადით წელიწადში მთლიანობაში 63 მილიარდი კუბური მეტრი ნავთობი 4 გაზსადენით იქნება ტრანსპორტირებული. მილსადენი სათავეს რუსეთიდან აიღებს და შავი ზღვის გავლით სამხრეთის პროექტს შეუერთდება, შემდეგ კი თურქეთში გავლით იგი ევროპას მიეწოდება. გაზპრომის განცხადებით ზღვაში გასატარებელი მილების მშენებლობა, რომელთა საერთო სიგრძე 910 კმ. იქნება, 2015 წლის 1 ოქტომბერს დაიწყება.

იენი შაფაქში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, ”სარაკეტო ტენდერი ჩინეთს დარჩა”, რომელშიც ვკითხულობთ: თურქეთის საჰაერო სივრცის დასაცავი სარაკეტო სისტემის ტენდერი ჩინურ კომპანია CPMIEC-ს დარჩა. მიუხედავად NATO-ს წინააღმდეგობისა, ჩინეთს ახალი შემოთავაზება არ წამოუყენებია. თავდაცვის მინისტრ ისმეთ ილმაზის განცხადებით ტენდერი დასრულებულია. ილმაზმა ასევე დასძინა, რომ ეს სისტემა თურქეთის ამჟამად მოქმედ საჰაერო სივრცის დაცვის ეროვნულ სისტემებზე იქნება ინტეგრირებული და NATO-საგან დამუოკიდებლად იმუშავებს.

სტარის მიხედვით თურქეთი 4K და ჰიბრიდულ მაუწყებლობაზე გადადის. მსოფლიოში მხოლოდ სამ ქვეყანაში მოქმედი ე.წ. 4K ხარისხის მაუწყებლობა თურქეთში TRT-ს, Türksat-ის და Vestel-ის ერთობლივი პროექტია. ამ პროექტით თურქეთი პირველად იწყებს ჰიბრიდულ მაუწყებლობას. წელს ჯერ საცდელი მაუწყებლობის დაწყება იგეგმება და სამომავლოდ კი პერიოდულ მაიწყებლობაზე გადავა. . TRT-ს გენერალურ დირექტორმა შენოლ გოქამ, Tüksat-ის გენერალურ დირექტორმა ენსარ გულმა და Vestel-ის წარმომადგენელმა თურან ერდოღანმა ვიცე პრემიერ იალჩინ აქდოღანის თანდასწრებით სატესტო მაუწყებლობის დროს გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნეს, რომ 4K მაუწყებლობა მსოფლიოში მხოლოდ სამხრეთ კორეას, ესპანეთს და აშშ-ს აქვს. ასე რომ ევროპაში 4K მაუწყებლობაზე პირველად თურქეთი გადადის, წერს სტარი.

ჰურრიეთის სპორტულ გვერდზე ვკითხულობთ სტატიას რომლის სახელწოდებაა ”ევროპაში უიღბლო ღამე” და მასში ვკითხულობთ: UEFA-ს ევროლიგის მეორე ტურის მატჩებში თურქეთის წარმომადგენელ კლუბებმა მარცხი იწვნიეს. სტამბოლის ბეშიქთაში გასვლით მატჩში ინგლისის ლივერპულთან 1-0 დამარცხდა, ხოლო ტრაპზონსპორი კი თავის სტადიონზე იტალიის ნაპოლისთან 4-0 დამარცხდა. UEFA-ს თასზე მეორე ტურის საპასუხო მატჩები 26 თებერვალს გაიმართება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები