თურქული პრესის მიმოხილვა 19.02.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

223336
თურქული პრესის მიმოხილვა 19.02.2015

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ ჰაბერ თურქით დავიწყებთ, რომელშიც პრეზიდენტ ერდოღანის განცხადებაზეა გამახვილებული ყურადღება და მასში ვკითხულობთ, რომ პრეზიდენტი ერდოღანი დასავლეთს გაუბრაზდა, რადგან ისინი სირიელი ლტოლვილებისათვის დახმარებას არ გამოყოფენ. ერდოღანმა აღნიშნა: ”ერაყიდან და სირიიდან სამოქალაქო ომის შედეგად ლტოლვილის სტატუსით მყოფ 2 მილიონ ადამიანს ვმასპინძობთ. ამ საქმეში თურქეთის მიერ დახარჯულმა თანხამ 5,5 მილიარდ დოლარს მიაღწია. ევროპაში კი მთლიანობაში 130 ათასი სირიელი ლტოლვილი ცხოვრობს. თქვენ ამბობდით, რომ ჩაგრულ ხალხს გვერდში ედექით. ერთად როცა შეიკრიბებიან ჩვენ გვაქეზებენ, ფულზე როცა მივა საქმე არაფერს ამბობენ. ჩვენ ისედაც თქვენი იმედით არ მიგვიღია ეს ხალხი ეს მხოლოდ ადამიანური და ისლამური ვალდებულებიდან გამომდინარე გავაკეთეთ”.

იენი შაფაქის მიხედვით ესადი გამოუვალ მდგომარეობაშია და გაერო მოქმედებაზე გადავიდა. სირიელი ოპოზიციონერების და ესადის მომხრეებს შორის შეტაკებების შედეგად ესადის მომხრეებმა დიდი დანაკარგი განიცადეს, რის გამოც ესადმა ცეცხლის შეწყვეტა მოითხოვა. ამის შესახებ განცხადება ესადის მომხრების მხრიდან იქნა გაკეთებული და მათ 6 კვირიანი ცეცხლის შეწყვეტა მოითხოვენ.

საბაჰი აქვეყნებს სტატიას სათაურით ”საპრეზიდენტო სისტემას 70% უჭერს მხარს” რომლის მიხედვითაც ბოლო გამოკითხვებით თურქეთის მოსახლეობის 69.4% საპრეზიდენტო სისტემას მხარს უჭერს. კვლევითი ფირმა ORC-ს მიერ 10-14 თებერვალს ჩატარებულ გამოკითხვაში ”უჭერთ თუ არა მხარს შერიგების პროცესს” 65,7% -მა დადებითი პასუხი გასცა. ანკეტაში ასევე იყო დასმული შეკითხვა ”ენდობით თუ არა ფეთხულლაჰ გულენს” და მას მოსახლეობის 97,2% -მა უარყოფითი პასუხი გასცა.

სტარის ინფორმაციით თურქეთის ტელეკომი საერთაშორისო კომპანიის SEA-ME-WE-S-ს წყალქვეშა საკაბელო სისტემის სრულუფლებიანი წევრი გახდა. უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სისტემა 2016 წელში დაიწყებს ფუნქციონირებას. ეს პროექტი წამში 24 თერაბიტის სიჩქარით განისაზღვრება, რომელმაც აზიიდან ევროპამდე 20 ათასი კილომეტრი და 18 ქვეყანა უნდა დააკავშიროს ერთმანეთს. ეს პროექტი თურქეთს გლობალურ საკომუნიკაციო ცენტრად გადააქცევს და მას ერთგავრ სტრატეგიას მიანიჭებს.

ვათანში ყურადღებას იქცევს სტატია სახელწიდებით ”მსოფლიოში ყველაზე სანდო ტელეფონი” რომლის თანახმადაც, მეცნიერების, მრეწველობის და ტექნოლოგიების მინისტრმა ფიქრი იშიქმა საზოგადოებას ახალი დაშიფრული ტელეფონი გააცნო. ”მსოფლიოში ყველაზე განვითარებული დაშიფრული ტელეფონი დავამზადეთ, იგი ადრე გამოყენებულ ტელეფონზე 3-ჯერ უფრო სანდოა. არამგონია რომ მისი მოსმენა შესძლონ” - განაცხადა მან. ფიქრი იშიქმა ასევე აღნიშნა, რომ მოქალაქეების მიერ გამოსაყენებელ ტელეფონზეც მუშაობენ და მას 2016 წლისთვის დაასრულებენ.

მილლიეთის ცნობით აშშ-ს ტურისტულმა სააგენტომ Trip Advisor-მა მსოფლიოს საუკეთესო პლაჟების სია გამოაქვეყნა, სადაც თურქეთის ქალაქ მუღლას ორთაჩის რაიონის იზთუზუს პლაჟი პირველ ოცეულში მოხვდა. იგი თავისი სილამაზით და კარეტა კარეტას სახეობის კუებით არის ცნობილი.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები