თურქული პრესის მიმოხილვა 17.02.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

220690
თურქული პრესის მიმოხილვა 17.02.2015

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ სტარით დავიწყებთ, რომელშიც პრეზიდენტ ერდოღანის განცხადებაზეა გამახვილებული ყურადღება და მასში ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღამა გუშინ თურქ მოიჯარეებთან შეხვედრა გამართა და მათთან საუბარში თქვა, რომ მიღწეულით არ უნდა დაკმაყოფილდენ და სამშენებლო სამუშაოები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში უნდა გააფართოვონ. მანვე კმაყოფილება გამოთქვა, რომ მსოფლიოს ყველაზე უდიდეს 250 სამშენებლო ფირმას შორის 42 თურქული ფირმაც არსებობს.

ჰაბერ თურქი გერმანიის ყოველკვირეულ ჟურნალ Focus-ში ამ კვირაში საკამათოდ ქცეულ მთავარ თემას ეხება, რომლის შინაარსიცაა: ”შეესაბამება თუ არა ისლამი გერმანიას”? მის მიხედვით 13 გვერდიან სტატიაში განხილული იქნა, თუ ისლამი რამდენად შეესაბამება გერმანიას. ჟურნალმა ამ სტატიაში გერმანულ საზოგადოებას ისლამური ორგანიზაციებიც გააცნო და მასთან ერთად ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელების აზრებზეც გაამახვილა ყურადღება. ამავე სტატიაში ჟურნალი ანტიისლამური და რასისტული ორგანიზაციის, PEGİDA-ს ქმედებებიდან გამომდინარე მიყენებულ მორალურ და მატერიალურ ზარალზეც ამახვილებს ყურადღებას.

იენი შაფაქის ეკონომიკური მიმომხილველის თქმით თურქეთმა ახალგაზრდა უმუშევართა რაოდენობით ევროკავშირის 17 ქვეყანასთან შედარებით უკეთესი პერფორმანსი აჩვენა. 2014 წლის ნოემბრის თვის მონაცემებით, თურქეთში ახალგაზრდა უმუშევართა რაოდენობამ 19,9% შეადგინა, როდესაც ამავე პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებში ეს ციფრი 21,6%-მდე ავიდა. ამის შესახებ ინფორმაცია ევროსტატმა გაავრცელა, წერს იენი შაფაქის ეკონომიკური მიმომხილველი.

ვათანის მიხედვით თურქეთი BRIC-ის (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი) ქვეყნებზე უკეთეს მდგომარეობაშია. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის თურქეთის განყოფილების დირექტორის პაულ რავკინის განცხადებით თურქეთის ეკონომიკა უკეთესობისკენ მიდის. მისი ვარაუდით 2015 წლის ბოლოს იმფლაცია 6,5%-მდე შემცირდება, ხოლო 2016 წლისთვის იგი 5,5%-ზე დაეცემა.

საბაჰი იუწყება რომ თურქეთის მუღლას ოლქის ულას რაიონში არსებობს 20 კილომეტრიანი გეიქის სახელწოდების კანიონი, რომელიც მნახველებს მართლაც რომ ხიბლაბს. გასული კვირის ბოლოს ქალაქ მუღლას ფოტოგრაფთა და კინო მოყვარულთა ასოციაციის 80 კაციანი ჯგუფი გეიქის კანიონის შესასწავლად წავიდა. ექსპედიციას აქ შესანიშნავი ხედების, გამოქვაბულების, ენდემური ფლორიდის და ჯიხვების ნახვის საშუალება შეექმნა. ექსპედიციის წევრებმა აღნიშნეს, რომ გეიქის ხეობა თურქეთში ერთერთი მნიშვნელოვანი კანიონია.

მილლიეთის სპორტულ გვერდზე ვკითხულობთ სტატიას სახელწოდებით, ”ევროპის სნოუბორდის ჩემპიონატი ქაისერში ჩატარდა” და მასში ვკითხულობთ: თურქეთის ქალაქ ქაისერის ერჯიესის მთამ სნოუბორდის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. 14-15 თებერვალს გამართულ FIS Avrupa-ის სნოუბორდის ჩემპინატში სულ 8 ქვეყნის 44 სპორცმენი იღებდა მონაწილეობას. ეს ღონისძიება თურქეთში პირველად ჩატარდა და მამაკავებს შორის პირველი ადგილი იტალიელმა, ხოლო ქალებს შორის შვედმა სპორცმენმა დაიკავა. ქაისერის მერიის განცხადებით ერჯიესის მთის ზამთრის სპორტული კომპლექსის მშენებლობაზე 150 მილიონი ევროს ინვესტიცია ჩადეს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები