თურქული პრესის მიმოხილვა 16.02.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

219633
თურქული პრესის მიმოხილვა 16.02.2015

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ იენი შაფაქში გამოქვეყნებული სტატიით დავიწყებთ, რომლის სახელწოდებაა, ”თურქეთმა ქველმოქმედებით მსოფლიოს 17-ჯერ გაუსწრო”, რომელშიც ვკითხულობთ: თურქეთმა მეზობელ და სხვა ქვეყნებში კომფლიქტების შედეგად ლტოლვილებისთვის გაწეული ქველმოქმედებით მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით 17-ჯერ უფრო მეტი დახმარება გაიღო. გაეროს ჰუმანიტარულმა სააგენტოებმა, წითელ მთვარემ, წითელ ჯვარმა, ევროპის ქვეყნებმა და სხვა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდებმა ერთობლივად ქველმოქმედებაში 302 მილიონო დოლარი შეაგროვეს, როცა მათგან განსხვავებით მარტო თურქეთმა 5 მილიარდი დოლარის ქველმოქმედება გაიღო.

ამავე გაზეთის ერთი სხვა სტატიის მიხედვით კი თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობის და განვითარების სააგენტო (TİKA) ყოველ წლიურად 2 ათასი ახალ პროექტს ახორციელებს. თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობის და განვითარების სააგენტომ მსოფლიოს 120-მდე ქვეყანაში, განურჩევლად ერისა და რწმენისა, მრავალ პროექტს გაუწია დახმარება. ხსენებული სააგენტო ყოველწლიურად თითქმის 2 ათასამდე ახალ პროექტს ანხორციელებს. მის მიერ განხორციელებულ პროექტებიდან ძირითადი ყურადღება სოფლის მეურნეობას და უსაფრთხოების სამსახურებს ეთმობა.


ჰაბერ თურქის მიხედვით თურქეთში მსოფლიოსათვის ერთ წლამდეს სამყოფი ქვანახშირი იქნა აღმოჩენილი. ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა თანერ ილდიზმა განაცხადა, რომ თურქეთმა ბოლო 11 წლის განმავლობაში 11 განსხვავებული ქვანახშირის საბადო აღმოაჩინა. ”ამ ბოლო დროს კიდევ ერთი, 7 მილიონი ტონა ქვანახშირის საბადო იქნა აღმოჩენილი, რომელიც მსოფლიოს ერთ წლამდე ეყოფა”, განაცხადა მან. ილდიზმა ასევე დასძინა, რომ მათი სამინისტრო ადგილობრივებთან ერთად უცხოელ ინვესტორებსაც სტიმულს აძლევენ თურქული საბადოების ათვისებისათვის.

 

ვათანი ეკონომიკურ გვერდზე იტყობინება, რომ ევროპელი კლიენტებისთვის Ford-ის ახალი მოდელების წარდგენა თურქს დაევალა. Ford-მა ევროპელი მომხმარებლების დიზაინერად თურქეთის მოქალაქე მურათ გულერი დანიშნა. იგი ადრე Ford Mondeo-ს დიზაინს აკეთებდა, ამის შემდეგ კი იგი Ford Fiesta-ს და Ford Focus-ის დიზაინისთვისაც იზრუნებს.


საბაჰი იუწყება, რომ თურქეთის (İP) მუშათა პარტიის სახელი შეიცვალა და Vatan Partisi -ი (სამშობლოს პარტია) გახდა. გუშინ ანკარაში გამართული ყრილობით მუშათა პარტიამ სახელი შეიცვალა და სამშობლოს პარტიად გადაკეთდა. პარტიის ემბლემად კი ორ თავთავს შორის ვარსკვლავი იქნა მოთავსებული.
სტარი კულტურის გვერდზე წერს, რომ აპოლონის ტაძარი, ილიას ბეის კომპლექსი და ანტიკური ქალაქის ნანგრევები, რომლებიც თურქეთის ქალაქ აიდინის მახლობელ დიდემის რაიონში მდებარეობენ, იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეყვანას ცდილობენ. აიდინის სავაჭრო პალატამ ამ სამი ძეგლის იუნესკოს კულტურულ მემკვიდრეობის სიაში შესაყვანად სხვადასხვა ღონისძიებების ფარგლებში ტურისტული მოგზაურობების განხორციელება დაიწყო.

მილლიეთის სპორტულ გვერდზე ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, ”ნიჩბოსნობით ორმაგი რეკორდი” და მასში ვკითხულობთ: თურქმა სპორცმენმა ერდენ ერუჩმა ნიჩბოსნობით მსოფლიოში შეუძლებელი შეძლო და გინესის რეკორდების წიგნში ორი რეკორდით შევიდა. წყნარ ოკეანეში ჩატარებულ ღონისძიებაში იგი ზღვაში ყველაზე დიდ ხანს დარჩა და ამით პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც მარტოდ-მარტო შეძლო ოკეანის გადაცურვა ნავით. იგი ასევე პირველ ადამიანად ჩაითვალა, რომელმაც ნიჩბიანი ნავით მსოფლოს გარშემო იმოგზაურა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები