თურქული პრესის მიმოხილვა 10.02.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

215426
თურქული პრესის მიმოხილვა 10.02.2015

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ ჰაბერ თურქის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა ერდოღანმა კოლუმბიაში ვიზიტის დროს თვითფრინავში ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა რა, მრავალ მნიშვნელოვან საკითხთან ერთად ამაწლის 7 ივნისს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზეც გაამახვილა ყურადღება. მან თავის განცხადებაში ამ არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არჩევნები თურქეთისთვის ერთგვარი გარდატეხის პერიოდი იქნება, რადგან ამ არჩევნების მიხედვით უნდა შესძლონ კონსტიტუციის შეცვლა და საპრეზიდენტო სისტემაზე გადასვლისთვის კენჭის საყრელად პარლამენტში უმრავლესობის მოპოვება.

საბაჰის მიხედვით ევროპა თურქული ნაკადის პროექტისათვის ალტერნატიული გზების ძებნაშია გადასული. ამ ინფორმაციის მიხედვით თურქეთის ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა თანერ ილდიზმა რუსული ფირმის გაზპრომის გენერალურ მდივან ალექსეი მილლერთან ერთად თურქული ნაკადის მაგისტრალი ვერტმფრენით დაათვალიერა. ამავე ინფორმაციით ილდიზმა თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ 2040 წლებში გლობალური ენერგეტიკის მოთხოვნილება დაახლოებით 37% გაიზრდება. თურქეთმა კი ასი წლისათვის სამყოფი ენერგიის ინვესტიცია 12 წელში მოიპოვა და ამ ინვესტიციებით 2023 წლამდის თურქული ნაკადის ორი პროექტის დასრულებას გეგმავს.

იენი შაფაქი ეკონომიკურ გვერდზე იტყობინება, რომ დიდ ოციანთა შეხვედრა სტამბოლში დღეს მთავრდება, რომელშიც 21 ქვეყნის 16 მინისტრი და სხვა წარმომადგენლები მონაწილეობენ. სამიტს თურქეთის ვიცეპრემიერი ალი ბაბაჯანი უძღვება. ამ სამიტს აშშ-დან ცენტრალური ბანკის თავჯდომარე ჯანეტ ელლენი ესწრება, რომელსაც ასევე პირისპირი შეხვედრა ჰქონდა ალი ბაბაჯანთან და მათ  გლობალური ეკონომიკის საკითხები განიხილეს.

”ახალგაზრებში გულმავიწყობის მიზეზი უვიტამინობაა” წერს სტარი და ამატებს: სპეციალისტების განცხადებით ახალგაზრდებში ხშირად შეიმჩნევა გულმავიწყობა, რომელიც ალცჰეიმერის დაავადებაში არ უნდა აირიოს. მათივე განცხადებით პიროვნებები თავიანთი ხასიათებით და განათლების დონის მიხედვით ავარჯიშებენ ტვინს, ესე იგი ეს პროცესი ზოგისთვის წიგნის კითხვით, ზოგისთვის ყოველთვიურად ერთ საკითხზე მუშაობით, ზოგისთვის კიდევ უცხო ენის შესწავლით შეიძლება იყოს მისთვის კარგი ტვინის ვარჯიში.

ჰურრიეთის სპორტულ გვერდზე ვკითხულობთ: აფრიკის კონტინენტის თასის გამარჯვებულს 15 მილიონი დოლარი გადაეცა. აფრიკის თასის ფინალურ მატჩი განასა და სპილოს ძვლის ქვეყნებს შორის გაიმართა რომელშიც პენალტების სერიით სპილოს ძვლის ფეხბურთელები გახდნენ გამარჯვებულები. აფრიკის ფეხბურთის ფედერაციამ მათ 15 მილიონო დოლარის ჯილდო გადასცა. გაზეთი ასევე ამახვილებს ყურადღებას სხვა თასების ფასების შესახებაც, მაგალითად 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონ გერმანიას 35 მილიონი დოლარის, ხოლო 2012 წლის ევროპის ჩემპიონ ესპანეთს 23 მილიონი დოლარის ჯილდო გადაეცათ.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები