პრესის მიმოხილვა 03.02.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

207552
პრესის მიმოხილვა 03.02.2015

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ იენი შაფაქით დავიწყებთ, რომელიც ერდოღანის ვიზიტებზე ამახვილებს ყურადღებას. 2014 წლის აგვისტოს თვეში პრეზიდენტად დანიშვნიდან დღემდეს ერდოღანს 16 ქვეყანაში ჰქონდა ვიზიტი. ამ წელს კი კიდევ 30 ქვეყანაში განახორციელებს. ერდოღანის განსახორციელებელი ვიზიტები აფრიკის, სამხრეთ ამერიკის, შუა აზიისა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებშია დაგეგმილი. ახლო მომავალში მისი ვიზიტები კოლუმბიაში, კუბაში და მექსიკაში განხორციელდება. პრეზიდენტის მიერ აპრილის თვეში სტრასბურგში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში ის სიტყვითაც გამოვა ევროპარლამენტში და თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების მზადყოფნაზე და ევროკავშირის ქვეყნებში ისლამოფობიის წინააღმდეგ ერთობლივი ნაბიჯების გადადგმის თაობაზეც გაანახვილებს ყურადღებას.

ჰურრიეთის მიხედვით იაპონიას თურქეთისგან დახმარება უნდა ეთხოვა ISIS ხელში ტყვედ ჩავარდნილი ორი იაპონელი ჟურნალისტის განთავისუფლების საკითხში, რომლებიც სიკვდილით დასაჯეს. კიოტოს ახლო აღმოსავლეთის კვლევების უნივერსიტეტსის პროფესორ მასანორი ნაიტოს განცხადებით იაპონიის მთავრობას ტყვედ ჩავარდნილი ჟურნალისტების გასანთავისუფლებლად თურქეთისგან დახმარება უნდა ეთხოვა. მისივე განცხადებით ასე რომ არ მოიქცნენ, იაპონიის მთავრობამ დიდი შეცდომა დაუშვეს.


აქშამში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით: ”ნოვარტისის ყველაზე უნსხვილესი ფარმაცევტული ცენტრი თურქეთია” და მასში ვკითხულობთ: გაყიდული პროდუქციიდან 58 მილიონი დოლარის მოგების მქონე ნოვარტისის წამლის ფირმამ ახალი წარმოების ადგილად თურქეთი აირჩია. ნოვარტისის ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორის ჯო ხიმენესის განცხადებით თურქეთი ნოვარტისისი ერთ-ერთი მსხვილი საწარმოო ადგილია. ”მალარიის პრეპარატი მხოლოდ ქურთქოის საწარმო ობიექტზე უნდა დავამზადოთ და მსოფლიო ბაზარზე მისი ექსპორტი აქედან უნდა გავაკეთოთ”, განაცხადა ხიმენესმა, წერს აქშამი.

სტარი წერს რომ J B პრესამ რუსეთის ახალი ეკონომიკური გადაწყვეტილებების შესახებ სტატია მოამზადა, რომლის მიხედვითაც რუსეთის მიერ სამხრეთის ნაკადის პროექტის გაუქმებით, პუტინმა ფაქტიურად ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობა შეზღუდა. ამ პროექტში თურქეთის ჩართვამ კი ევროპაში ერთგვარი პანიკის საბაბი გამოიწვია. სამხრეთის ნაკადის პროექტის გაუქმებით, მათი აზრით პუტინის რეპუტაცია შეილახებოდა, მაგრამ როდესაც ახალი მარშუტი გამოვლინდა, მათ ეს სულაც არ მოეწონათ. ამავე სტატიაში პუტინის ახალ სტრატეგიაზეც მახვილდება ყურადღება და მისი მიხედვით პუტინი აღმოსავლეთით ჩინეთთან, ხოლო დასავლეთით თურქეთთან ურთიერთობით ახალი საერთაშორისო პოლიტიკური კურსის განხორციელებას აპირებს.

რადიკალი კულტურის გვერდზე წერს, რომ ყარსის პატარა მსახიობეი ბერლინის ემოციებმა შეიპყრო. სტატიის მიხედვით თურქული ფილმი ”ზამთრის მეკობრეები” მსოფლიოს მნიშვნელოვან ღონისძიებათაგან ერთ-ერთის, ბერლინის 65-ე კინოფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ყარსელი პატარა ბავშვები კი, რომლებიც ამ ფილმში მონაწილეობენ, მის პრემიერაზე დასასწრებად ბერლინში უნდა ჩავიდნენ.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები