პრესის მიმოხილვა 02.02.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

206140
პრესის მიმოხილვა 02.02.2015

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ აქშამში გამოქვეყნებული სტატიით დავიწყებთ, რომლის სახელწოდებაც გახლავთ ”თურქულ ნაკადას გასაოცარი შემოთავაზება” და მასში ვკითხულობთ: რუსეთის მიერ ბულგარეთთან სამხრეთის ნაკადის გაუქმებით და მის მაგივრად თურქული ნაკადის პროექტის შემოთავაზებით ”მოძმე ქვეყნების პროექტი” დადგა დღის წესრგში. საერთაშორისო ენერგო ეკონომიკის ასოციაციის (IAEE) ხელმძღვანელის პროფესორ გურქან ქუმბუროღლუს განცხადებით, თურქული ნაკადის პროექტის თურქეთის ევროპულ ნაწილში გაყვანის შემდეგ ამ გაზსადენს მაკედონიაში, კოსოვოში და ბოსნია ჰერცოგოვინიაში გაიყვანენ.

სტარის მიხედვით თურქულ ბანკს ერაყიდან მიწვევა მოუვიდა. წლიური 2 ტრილიონი ლირის შემოსავლის მქონე თურქეთის საბანკო სექტორზე მოწვევები უცხოეთის ქვეყნებიდანაც მოდის, მათ შორის მეზობელი და რეგიონის ყვეყნებიდანაც. ისინი თურქულ ბანკებს თავიანთ ქვეყანაში ფილიალების გახსნას და ფულის დაბანდებას სთავაზობენ. ბოლო ასეთი შემოთავაზება თურქეთის მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორ ერაყისგან მოვიდა. გასული წლის ბოლოს თურქეთში ჩამოსული ერაყის პრემიერ ჰაიდარ ელ-იბადის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, თურქულ ბანკებს ერაყში 10-ჯერ უფრო მეტი მოგების საშუალება ექნებათ.

მილლიეთი იტყობინება რომ თურქეთი ალბინოებისთვის სოფელს აშენებს. მსოფლიოს სიღატაკით 25-ე ადგილზე მყოფ ქვეყანა ტანზანიაში ალბინოებს ძალიან ცუდად ექცევიან. მათი დახმარების მიზნით თურქეთის Darüsselam-ის მშვიდობის ელჩის, ალი დავუთოღლუს ცოლმა იეშიმ დავუთოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთი 500 ალბინოელი ბავშვის თავშესაფრისათვის სოფლის აშენებას აპირებს. თურქეთ-ტანზანიის დახმარების ფონდის ეგიდით ეს სოფელი ექსპლუატაციაში გადაცემის შემდეგ 500 ალბინოელ ბავშვს მოემსახურება და ახალ სიცოცხლეს აჩუქებს მათ. მისივე განცხადებით ეს პროექტი თურქეთის დიპლომატიურ ურთიერთობებსაც გააუმჯობესებს საერთაშორისო ასპარეზზე.


ჰაბერ თურქის ეკონომიკური მიმომხილველის თქმით თურქეთმა ე.წ სპორტის ტურიზმისგან 900 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. თურქეთის ტურისტული სააგენტოების ასოციაციამ (TÜRSAB) 2014 წლის სპორტის ტურიზმის ანგარიში გამოაქვეყნა. მისი მიხედვით 2014 წელს თურქეთში სულ 550 ათასზე მეტი ტურისტი შემოვიდა სპორტული მიზნით და მათ აქ 900 მილიონ დოლერზე მეტი თანხა დახარჯეს. ამ სფეროდან შემოსული მთლიანი თანხის 1,5 % თვით სპორტის ტურიზმს ერიცხება, წერს ჰაბერ თურქის ეკონომიკური მიმომხილველი.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები