პრესის მიმოხილვა 30.01.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

202604
პრესის მიმოხილვა 30.01.2015

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ სტარში გამოქვეყნებული ერდოღანის განცხადებით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც ზოგიერთებს რომ ჰკითხოთ სომხეთი სადააო, ვერ გიპასუხებენ. პრეზიდენტმა ერდოღანმა სომეხთა გენოციდის შესახებ განცხადება გააკეთა. მისი თქმით სომხურ დიასპორას ყოველთვის სიტუაციის დაძაბვა და თურქეთთან ამ საკითხის მშვიდობიანად მოგვარება არ სურს. ”ზოგიერთების შეკვეთით ჩვენ სომეხთა გენოციდის აღიარებას არ ვაპირებთ. მე მათ ვუთხარი, თუ მართლა გულწრფელები და მართლები ხართ, დაე, ეს საქმე ისტორიკოსებმა გამოიკვლიონ და შესაბამისი დასკვნაც მათ მოამზადონ, ხოლო შემდეგ კი პოლიტიკოსებმა განიხილონ ეს საკითხი”, განაცხადა ერდოღანმა, წერს სტარი.

აქშამის პოლიტიკური მიმომხილველის აზრით თურქეთი რომ არა, ალ-შაბაბის დამარცხება რთული იქნებოდა. თურქეთის მხრიდან აფრიკული ქვეყნების მიმართ დახმარება მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო, ხოლო სომალისთვის გაწეული დახმარება კი ევროპის დღის წესრიგში ჩადგა, რამეთუ თურქეთი აფრიკის ქვეყნებიდან ყველაზე მეტ დახმარებას სწორედ სომალის უწევს. ამ საკითხთან დაკავშირებით სომალის პრეზიდენტმა ჰასან შეიხ მუჰამმედმა შვეიცარიულ გაზეთ Neu Züricher Zeitung-ში მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ”ჩვენი მთავრობის წინააღმდეგ მებრძოლი ტერორისტული ორგანიზაციის, ალ-შაბაბის დამარცხება თურქეთის დახმარების გარეშე ვერ მოხერხდებოდა. ქვეყანაში მხოლოდ თურქმა ექსპერტებმა გაბედეს დარჩენა, სხვები კი გაიქცნენ”, განაცხადა სომალის პრეზიდენტმა.

 
ვათანის მიხედვით ბერძენი ლიდერი, რომელზედაც ამჟამად მსოფლიო ლაპარაკობს, თრაქიელი აღმოჩნდა. საბერძნეთში ჩატარებულ ვადამდელ არჩევნებში გამარჯვებული პრემიერი ალექსის ციპრასი თრაქიელი აღმოჩნდა. წარმატებული რადიკალური მემარცხენე ალიანსის, 40 წლის ლიდერის, ალექსის ციპრასის წინაპრები თურქეთის ევროპულ ნაწილში მდებარე ქალაქ ქირქლარელის მახლობელი სოფელ ბაბაესკიდან ყოფილან და შემდეგ გადასახლებულან საბერძნეთში. 2010 წელში ქირქლარელიში ჩამოსულმა ციპრასმა აღნიშნა რომ იგი თავს სამშობლოში გრძნობდა.

ჰაბერ თურქის ცნობით უახლოეს მომავალში სტამბულიდან ბულგარეთში ჩქაროსნული მატარებელი ივლის. ტრანსპორტის, ზღვაოსნობის და კომუნიკაციების მინისტრმა ლუტფი ელვანმა განაცხადა, რომ ისინი წელს სტამბოლიდან ბულგარეთის საზღვრამდის ჩქაროსნული მატარებლის ტენდერს ჩაატარებენ და ამ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი სამუშაოები უკვე დაწყებული აქვთ.

საბაჰის კულტურის გვერდზე ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით: ”ავსტრალიის ოსკარი ილმაზ ერდოღანს” და მასში ვკითხულობთ. თურქმა რეჟისორმა და მსახიობმა ილმაზ ერდოღანმა მსოფლიოს ცნობილი კინოვარსკვლავის რასსელ ქროუს მხრიდან თურქეთის ქალაქ ჩანაქქალეში გადაღებულ ფილმში ”ბოლო იმედი” (The Water Diviner) ითამაშა და ამ ფილმში ყველაზე საუკეთესო მეორეხარისხოვანი მამაკაცი მსახიობის ჯილდოთი (AACTA) დაჯილდოვდა, რომელიც ავსტრალიის ოსკარად ითვლება. რასსელ ქროუს რეჟისორობით გადაღებული ამ ფილმის სცენების ზოგიერთი ნაწილის გადაღება სტამბოლში განხორციელდა, რომელშიც ილმაზ ერდოღანთან ერთად ასევე თურქი მსახიობი ჯემ ილმაზიც მონაწილეობდა. ილმაზ ერდოღანს ეს წარმატება პირველმა კულტურის და ტურიზმის მინისტრმა ომერ ჩელიქმა მიულოცა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები