პრესის მიმოხილვა 28.01.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

199568
პრესის მიმოხილვა 28.01.2015

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ საბაჰში გამოქვეყნებული სტატიით დავიწყებთ, რომლშიც მოყვანილია ერდოღანის მიერ არჩევნებში გამარჟვებული ციპრასის შესახებ გაკეთებული პირველი კომენტარი და მასში ვკითხულობთ: ”ქვეყნებს შორის ურთიერთობის უწყვეტობაა მთავარი. მთავრობაში ვინც არ უნდა იყოს ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი თურქეთ-საბერძნეთის ურთიერთბის განვითარება და განმტკიცებაა. ამიტომ იმედია არჩევბების შედეგები სასიკეთო იქნება” .

გაზეთ მილლიეთის ინფორმაციით პარტია სირიზას ოფიციალური პირები თურქეთის მემარცხენე პარტიის და სოციალური ქსელების მიერ მათ მიმართ გამოხატულმა ინტერესმა გააოცა და გააკვირვა, რამაც მათში დიდი კმაყოფილება გამოიწვია. ისინი ძირითადად გამოხმაურებას ევროპის მედიასაშუალებებისგან ელოდნენ, მაგრამ მათ მიმართ ყველაზე მეტი ყურადღება აღმოსაველმა მეზობელმა თურქეთმა გამოიჩინა, რამაც 40 წლის ციპრასი ძალიან ააღელვა. ციპრასმა კი ამ სიტუაციას სასიხარულო და საპასუხისმგებლო უწოდა.

გაზეთ აქშამის ცნობით რუსეთის ენერგეტიკული კომპანიის გაზპრომის გენერალურმა დირექტორმა ალექსეი მილლერმა განაცხადა, რომ რუსეთიდან თურქეში მიმავალ, 63 მილიარდი კუბური მეტრი ტევადობის ახალ გაზსადენში ბუნებრივი აირის გაშვება 2016 წლის დეკემბერში დაიწყება. აღნიშნული გეგმა ითვალისწინებს ევროკავშირის მიერ რუსული გაზის თურქეთის საზღვრამდე ასაგები ახალი მილსადენის მეშვეობით მიღებას.


გაზეთ იენი შაფაქში ყურადღებას იპყრობს სტატია სათაურით ”ჰაქქარის მთებში სნოუბორდი”, რომლის თანახმადაც თურქეთის ზამთრის ტურიზმს ჰაქქარიც დაემატა. ექვსი თვის მანძილზე თოვლით დაფარულმა ჰაქქარიმ რომელიც ათასობით მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს, შერიგების პროცესთან ერთად კარი გაუღო ზამთრის ტურიზმს.


და ბოლოს საბაჰის კულტურის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ, რომ ჰათაიში ფერმერული საქმიანობით დაკავებულმა დაწყებითი სკოლა დამთავრებულმა 54 წლის ჰატიჯე ფექოზმა ეროვნულ განმანთავისიფლებელი მოძრაობის შესახებ მოკლემეტრაჟიანი ფილმის სცენარი დაწერა, რომლის სახელწოდებაც გახლავთ ”პირველი ტყვია”. მან განაცხადი კულტურის და ტურიზმის სამინისტროში შეიტანა და დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში მოკლემეტრაჟიან ფილმის გადაღებას აპირებს. ჰატიჯე ფექოზი ასობით ლექსისა და 9 მოთხრობის წიგნის ავტორია.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები