პრესის მიმოხილვა 27.01.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

198031
პრესის მიმოხილვა 27.01.2015

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ აქშამში გამოქვეყნებული სტატიით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც თურქეთში დისლოცირებული სარაკეტო ბატალიონ ”პატრიოტთა” მეთაურობა ჰოლანდიიდან ესპანეთმა გადაიბარა
ჰოლამდიის მთავრობის მიერ 2 წლის წინ ნატოს თხოვნით თურქეთში გამოგზავნილი პატრიოტთა სარაკეტო სისტემა, რომელიც სირიის მხრიდან ყოველგვარი თავდასხმის საწინააღმდეგოდ უნდა გამოყენებულიყო, ნატომ მას მანდატი აღარ გაუგრძელა, ამიტომ ესპანეთიდან იქნა შემოტანილი ახალი პატრიოტთა სარაკეტო სისტემა თურქეთში და დაიწყო მოვალეობის შესრულება თურქეთის ქალაქ ადანაში.

საბაჰის მიხედვით საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩავუშოღლუმ თქვა რომ, სირიელი ოპოზიციონერების გაწვრთნის პროგრამა უნდა დაჩქარდეს და ამ მიზნით პოლიტიკური და სამხედრო მოლაპარაკებები აშშ-სთან უნდა გააგრძელონ.
იენი შაფაქში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით ”თურქეთმა ქველმოქმედებით აშშ-ს 7-ჯერ გაუსწრო” და მასში ვკითხულობთ: ბოლო პერიოდში სირიასა და ერაყში ომის შედეგად დაზარალებულების მიმართ ქველმოქმედებით წინა პლანზე გამოდის თურქეთი და ამჟამად თურქეთმა აშშ-ს 7-ჯერ გაუსწრო. თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების სამმართველოს (AFAD) უფროსის ფუათ ოკთაის განცხადებით, შიდა პროდუქტების მთლიანი კოეფიციენტების რაოდენობის მიხედვით 2013 წელს ქველმოქმედებაში პირველ ადგილზე თურქეთი, ხოლო მეორეზე აშშ გავიდა. ფუათ ოქთაიმ ასევე თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ თურქეთი მხოლოდ სირიასა და ერაყს კი არა, არამედ ფოლიპინებს, ბოსნიას, ღაზას, სომალის და სხვა ქვეყნებსაც უწევს ქველმოქმედებას.

ვათანი იტყობინება რომ მსოფლიოში ერთერთი ყველაზე განთქმული დიჯეი სტამბულში ჩამოდის. მსოფლიოს ნომერ პირველი დიჯეი კლოდ შალე 30 იანვარს სტამბულში ჩამოდის. იგი მუსიკის მოყვარულებს ბოსფორის სრუტის ულამაზესი ხედის თანხლებით დაუვიწყარ მუსიკალურ საღამოს აჩუქებს.

 

სტარი სპორტულ გვერდზე აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით ”დროგბას მესიჯი თურქეთს” და მასში წერს: ინგლისის დედაქალაქ ლონდონში ფეხბურთის ჟურნალისტთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარებულ დაჯილდოების ღონისძიებას 36 წლის დიდიერ დროგბაც დაესწრო და მან ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. თურქეთის ავიახაზების სარეკლამო სახემ დროგბამ ინტერვიუში თქვა: ”თურქი ხალხი ძალიან მომენატრა, ისინი ძალიან მიყვარს” და მან მოკითხვები შემოუთვალა თურქ ხალხს. დროგბა 2012-13 და 2013-14 წლებში თურქეთის საფეხბურთო კლუბ გალათასარაიში თამაშობდა. კოტ-დ ივუარელი ფეხბურთის ვარსკვლავ დროგბას თქმით სტამბულში ძალიან ბევრი მეგობრები ჰყავს და მას განსაკუთრებით თურქული კერძები მოენატრა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები