პრესის მიმოხილვა 26.01.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

197398
პრესის მიმოხილვა 26.01.2015

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ აქშამში გამოქვეყნებული სტატიით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც ბაჰრეინის საჰაერო ძალები, თურქული ფირმების TAI-ს და ASELSAN-ის მიერ შემუშავებული T 129 ტიპის მოიერიშე ვერტმფრენების მიმართ დაინტერესდნენ. საერთაშორისო თავდაცვის ჟურნალ JANES-ის ინფორმაციის მიხედვით, თუ ხელშეკრულება გაფორმდება, მაშინ ბაჰრეინის საჰაერო ძალები TAI-ს და ASELSANI-ს პროექტით დამზადებული მოიერიშე ვერტმფრენების პირველი უცხოელი მომხმარებელი გახდება.

ჰურრიეთში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით ”ბინების გაყიდვაში რეკორდი” და მასში ვკითხულობთ: 2014 წელს თურქეთის მასშტაბით გაყიდული ბინების რაოდენობა გამოქვეყნდა და მის მიხედვით 2014 წელს თურქეთში სულ 1 მილიონ 165 ათას 381 ბინა გაიყიდა და ამით წინა წლებთან შედარებით ერთგვარი რეკორდი დაამყარა. ამავე ინფორმაციით უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ყველაზე მეტი, 6542 ბინა ანტალიაში გაიყიდა, მას 5580 ბინით სტამბული მოჰყვა.

საბაჰის მიხედვით წარუმატებელი ცხვირის ოპერაციების შედეგად ცხვირის ძვლების ჩავარდნის და სხვა პრობლემების მოსაგვარებლად თურქმა ექიმმა ერენ თაშმა ნეკნის ძვლიდან ე.წ. ”ირიბი ჭრის” მეთოდი შეიმუშავა, რამაც მას დიდი წარმატება მოუტანა. მის მიერ შემუშავებული ეს მეთოდი საერთაშორისო პლასტიკური ოპერაციების ჟურნალ JAMA-ში გამოქვეყნდა და ამ მეთოდის განხორციელება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დაიწყეს. ერენ თაშის ეს მეთოდი საერთაშორისო სემინარებზეც განიხილება.

 აქშამის ეკონომიკური მიმომხილველის თქმით Skoda-ს მარკის ავტომობილის ფირმამ თურქეთში ბოლო 20 წლის რეკორდი დაამყარა. ახალი მოდელებით მსოფლიო მაშტაბით სწრაფი ზრდის ტენდენციით გამორჩეული Skoda თურქეთშიც განაგრძობს წარმატებებს. თურქეთში საავტომობილო ბაზრის 11 %-ით შემცირების მიუხედავად Skoda-მ 13,28 %-ით გაზარდა გაყიდვები და ყველაზე მზარდი ბრენდების ოთხეულში მოხვდა. Skoda-მ 2014 წელს 14 ათას 537 ერთეული ავტომობილის გაყიდვით წინა წლებთან შედარებით 2,48 %-ით მეტი მოგება ნახა. Skoda-ს პატრონმა თურქეთის დისტრიბუტორ YÜCE AUTO-ს სამადლობელო წერილი გამოუგზავნა ასეთი წარმატებისათვის.

იენი შაფაქი თავის სპორტულ გვერდზე აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით ”თუქეთის ათლეტიზმში პირველი” და მასში წერს: საერთაშორისო მძლეოსნობის ფედერაციის (IAAF) მიერ ორგანიზებულ 72-ე JUAN MUGUARZE-ს სახელობის კროსში მოასპარეზე თურქეთის ეროვნული ნაკრების ათლეტი ფოლად არიქანი მეორე ადგილზე გავიდა. არიქანი სპორტის ამ სახეობაში მონაწილე პირველი თურქი ათლეტია. ტურნირის გამარჯვებული კი ერიტრეის სპორცმენი თექლემარიამ მეჰდინი გახდა რომელმაც კროსი 33 წუთსა და 2 წამში დაასრულა, ხოლო მეორე ადგილზე ფოლად არიქანი გავიდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები