პრესის მიმოხილვა 14.01.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

184724
პრესის მიმოხილვა 14.01.2015

მილლიეთი იუწყება რომ ბერლინში მუსლიმანთა სოლიდარობის აქცია მოეწყო. გერმანიის დედაქალაქ ბერლინში მუსლიმთა ცენტრალურ საბჭოსა და გერმანიის თურქული საზოგადოების ორგანიზებით გუშინ საღამოს ”ტოლერანტობის და რელიგიის თავისუფლების” აქცია გაიმართა. გერმანიის სიმბოლო ბრანდერბურგის კარიპჭესთან გამართულ აქციაში გერმანიის პრეზიდენტ იოახიმ გაუკთან ერთად კანცლერმა ანგელა მერკელმაც მიიღო მონაწილეობა.

აქშამის მიხედვით ”ჩარლი ჰებდოს” ჯურნალი თურქეთში თურქულ ენაზეც დარიგდება. გასულ კვირას პარიზში მომხდარი ტერაქტის დროს ჯურნალის ოთხი პერსონალის დაღუპვის შემდეგ ყოველკვირეულ ჟურნალ ჩარლი ჰებდოს პერსონალის მიერ გაკეთებულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ ჟურნლის ახალი ნომერი ფრანგულ, ინგლისურ, ესპანურ, იტალიურ, არაბულ და თურქულ ენებზე გამოიცემა.

ჰაბერ თურქის ეკონომიკური მიმომხილველი წერს, რომ ნავთობზე ფასის დაცემამ თურქეთი გაახარა. თურქეთი როგორც სხვა მრავალი ქვეყნები, რომლებიც ნავთობის იმპორტს ანხორციელებენ, ბრენტის ტიპის ნავთობზე ფასების დაკლებამ მეტად გაახარა. მიუხედავად იმისა რომ გასული წლის ივნისში მისი ფასი 115,67 დოლარი იყო, მან დაახლოებით 70 დოლარამდის დაიკლო და დღეს მისი ფასი 45 დოლარზე ჩამოვიდა. ნავთობზე ყოველი 10 დოლარით ფასის შემცირება თურქეთის წლიური ბიუჯეტის დეფიციტს 4,4 მილიარდი დოლარით დააკლებს.

”ჩვენ თურქეთთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ”, ასე ჰქვია სტარში გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც ვკითხულობთ: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის მარი ჰარფის განცხადებით იმ უცხოელი მებრძოლების მიმართ, რომლებიც სირიაში გადადიან, მათთან დაკავშირებით თურქეთთან მჭიდროდ თანამშრომლობენ.
იენი შაფაქის მიხედვით თურქული ფილმი ”დაფნის ერთი სეზონი” კანის კინოფესტივალისთვის იფრძვის. მარტის თვეში დაგეგმილი კონკურსში ”დაფნის ერთი სეზონი” ფილმიც იღებს მონაწილეობას. ფილმში ნაჩვენები ისტორია ჰათაიში, ანტაკიაში, დაფნაში, სამადაღში და იაილადაღში ხორციელდება. ეს ფილმი 2015 წლის 13-24 მაისს კანის კინოფესტივალზე თურქეთის სახელით იქნება წარდგენილი.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები