თურქული პრესის მიმოხილვა 13.01.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

183906
თურქული პრესის მიმოხილვა 13.01.2015


დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ საბაჰში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ. მისი მიხედვით ინვესტიციისათვის ხელსაყრელი ქვეყნები არიან თურქეთი, ინდოეთი და ტაივანი. Goldman Sachs-მა 2015 წლის განვითარებად და ხელსაყრელ საინვესტიციო ქვეყნებად თურქეთი, ინდოეთი და ტაივანი დაასახელა. გოლდან საჩისვე სტრატეგიის თანახმად თურქეთმა და ინდოეთმა ამ წლის პირველ ნახევარში საბანკო პროცენტები დასწიეს, რაც ერთის მხრივ ინფლაციის შემცირებას გამოიწვევს, ხოლო მეორეს მხრივ ხელს შეუწყობს ორივე ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას.

აქშამის მიხედვით თურქეთის ერაყული სტრატეგიით ამ ქვეყნის გაერთიანების პოლიტიკაზე მხოლოდ ხელმოწერაა დარჩენილი. ერაყის გაერთიანება და ნავთობის თურქეთის გავლით მსოფლიოსთვის მიწოდება, ანუ ბასრა-ბაღდადის პროექტის მშენებლობა ხელმოწერის ეტაპზეა მისული. ამ პროექტის მიხედვით ბასრაში ამოღებული ნავთობი თურქეთის მხრიდან ასაგები მილსადენის მეშვეობით ბაღდადში, ხოლო აქედან თურქეთის საპორტო ქალაქ ჯეიჰანში ჩავა და აქედან განაწილდება მსოფლიო ბაზარზე.

ვათანი წერს რომ, ავტომობილის წარმოებაში თურქეთი ევროპაში მე-5 ადგილზე გავიდა. 2014 წელს თურქეთმა 733 ათასი ავტომობილის წარმოებით ყველა დროის რეკორდს მიაღწია. 4,4 მილიარდი დოლარის ახალი ინვესტიციით მან ახალი რეკორდი დაამყარა. ასე რომ, თურქეთი გერმანიის, ესპანეთის, საფრანგეთის და ინგლისის შემდეგ ევროპაში მე-5 ადგილზე გავიდა მსუბუქი ავტომობილების წარმოებით. წლევანდელი გეგმით კი 1 მილიონ 225 ათასის წარმოებას და აქედან 925 ათასის ექსპორტში გატანას ისახავენ მიზნად.

იენი შაფაქში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით ”23 წამში ერთი ფრენა განხორციელდა”. მისი მიხედვით თურქეთში 2014 წელს მთელი ქვეყნის მაშტაბით 23 წამში ერთი ავიარეისი განხორციელდა. 2013 წელთან შედარებით 2014 წელს ავიარეისები 10%-ით გაიზარდა და 1 მილიონ 344 ათასი შეადგინა. საჰაერო მიმოსვლის ნახევარი თითქმის სტამბულის აეროპორტიდან განხორციელდა, მას ანტალიის აეროპორტი მოჰყვა.

სტარი სპორტულ გვერდზე იტყობინება, რომ ბრაზილიელმა ფეხბურთის ვარსკვლავმა ნეიმარმა თურქი ფეხბურთელის არდას მისამართით, რომელიც მადრიდის ატლეტიკოში თამაშობს, ქება გამოთქვა და აღნიშნა რომ მის მიმართ აღფრთოვანებულია. ”არდა დიდი პოტენციალის მქონე ფეხბურთელია, მის ყოველ მატჩს გაოცებით ვადევნებ თვალყურს. თურქი ხალხის მიერ ჩემს მიმართ გამოხატული დადებითი ემოციებიდან გამომდინარე დიდი მადლობელი ვარ, რადგან თურქეთის ეროვნული ნაკრების ბრაზილიის წინაშე დამარცხების მიუხედავად მე მათ ტაში დამიკრეს”, განაცხადა ნეიმარმა, წერს გაზეთი სტარი.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები