თურქეთმა ისრაელი მკაცრად დაგმო
თურქეთმა ისრაელი მკაცრად დაგმო

თურქეთმა დაგმო ისრაელის ქმედება, რომელმაც ლიბანის საზღვართან სამი თურქი მოქალაქე მოკლა.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა წერილობითი განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამი თურქი მოქალაქე, რომლებთანაც დაიკარგა კავშირი მას შემდეგ, რაც ისინი არალეგალურად ცდილობდნენ ლიბანიდან ისრაელში გადასვლას, დაიღუპნენ ისრაელის მიერ ამ რეგიონში განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად.
განცხადებაში გამოთქმულია სამძიმარი გარდაცვლილი მოქალაქეების ოჯახების მიმართ და აღნიშნულია, რომ მიმდინარეობს საჭირო პროცედურები გარდაცვლილთა ცხედრების თურქეთში გადასასვენებლად უმოკლეს ვადაში.
განცხადებაში ნათქვამია: „მკაცრად ვგმობთ ამ უკანონო თავდასხმას, რომელმაც ჩვენი მოქალაქეების სიკვდილი გამოიწვია. როგორც ყოველთვის ვაცხადებდით, ისრაელმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს თავისი აგრესიული პოლიტიკა, რომელიც უგულებელყოფს ადამიანის სიცოცხლეს და ზრდის დაძაბულობას ჩვენს რეგიონში“.
მსგავსი ინფორმაციები

ჰაქან ფიდანი მიუნხენის უსაფრთხოების 61-ე კონფერენციაზე დაესწრება
ჰაქან ფიდანი მიუნხენის უსაფრთხოების 61-ე კონფერენციაზე დაესწრება