თურქეთში სამთო-სათხილამურო კურორტზე გაჩენილი ხანძრის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა
ათეულობით ადამიანი დაიღუპა
2232726

თურქეთის ბოლუს პროვინციაში, სამთო-სათხილამურო კურორტზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ბოლო მონაცემებით, 66 ადამიანი დაიღუპა და 51 დაშავდა, - ინფორმაციას თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ალი იერლიქაია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მინისტრის ინფორმაციით, ხანძარი კურორტის ერთ-ერთ სასტუმროში ადგილობრივი დროით 03:27 საათზე გაჩნდა.
მინისტრმა იერლიქაიამ დაღუპულების ოჯახებს სამძიმარიც გამოუცხადა.
მომხდართან დაკავშირებით სამძიმრის წერილები გაავრცელეს მთავრობის სხვა მაღალჩინოსნებმაც.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო.
მსგავსი ინფორმაციები

ერდოღანი: „არავის ძალუძს და ვერც შეძლებს პალესტინელი ხალხისთვის მეორე ნაკბას“
ერდოღანი: „არავის ძალუძს და ვერც შეძლებს პალესტინელი ხალხისთვის მეორე ნაკბას“