პრეზიდენტმა ერდოღანმა მნიშვნელოვანი შეფასებები გააკეთა
პრეზიდენტმა ერდოღანმა მნიშვნელოვანი შეფასებები გააკეთა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ისრაელი-ჰამასის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ყველა ეტაპი უნდა განხორციელდეს და ღაზას სექტორს უწყვეტი ჰუმანიტარული დახმარება უნდა მიეწოდოს.
ერდოღანმა გუშინ საპრეზიდენტო სასახლეში, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსთან პირისპირ და დელეგაციების შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
პრეზიდენტმა განაცხადა: „საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ისრაელმა შეასრულოს თავისი ვალდებულებები. ჩვენ, როგორც თურქეთი, გავაგრძელებთ პროცესის მონიტორინგს, მანამ, სანამ არ შეიქმნება დამოუკიდებელი და სუვერენული პალესტინის სახელმწიფო 1967 წლის საზღვრების ფარგლებში, აღმოსავლეთ იერუსალიმით როგორც დედაქალაქით და ტერიტორიული მთლიანობით“.
პრეზიდენტმა ერდოღანმა შემდეგ უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს.
ჟურნალისტის კითხვაზე - „აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბოლო განცხადებებში რამდენჯერმე აღნიშნა თქვენთან ახლო მეგობრობა. მან ხაზი გაუსვა თურქეთის ძალას რეგიონში. როგორ აისახება ეს ახლო მეგობრობა თურქულ-ამერიკულ ურთიერთობებზე ახალ პერიოდში? ელოდებით თუ არა, რომ ტრამპის პრეზიდენტობის დროს აშშ შეწყვეტს ტერორისტული ორგანიზაცია PKK/YPG-ს მხარდაჭერას“? - ერდოღანმა უპასუხა: „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პირველი ვადის დროინდელი მეგობრობის გაგრძელება“.
ერდოღანმა ასე განაგრძო: „რადგან ის დაჟინებით ამბობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომს ‘მე დავასრულებ’, ამ საკითხში რაც თურქეთს ევალება, ჩვენ, როგორც თურქეთი, ამას გავაკეთებთ, რადგან ჩვენ არ ვართ ომების მომხრე მსოფლიოში. როგორც თურქეთი, ჩვენ მშვიდობის მომხრე ვართ. გვჯერა, რომ მშვიდობით მსოფლიოში ქვეყნების სოლიდარობა გაგრძელდება. ამ საკითხში ყველაფერი მშვიდობაშია, ომით ვერაფერს მიაღწევ. ეს უნდა მოვაგვაროთ რაც შეიძლება მალე. ბატონ ტრამპთან შეხვედრებზე ამ საკითხებს განვიხილავთ და შესაბამისად გადავდგამთ ნაბიჯებს“.