თურქეთმა აშშ-ს გადაწყვეტილება მკაცრად დაგმო

თურქეთმა აშშ-ს გადაწყვეტილება მკაცრად დაგმო

2231508
თურქეთმა აშშ-ს გადაწყვეტილება მკაცრად დაგმო

თურქეთმა დაგმო აშშ-ს გადაწყვეტილება სამხრეთ კვიპროსის ბერძნული მხარისთვის იარაღის მიყიდვის შესახებ.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ წერილობითი განცხადება გააკეთა აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

განცხადებაში აღინიშნა, რომ ისინი იზიარებენ ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს საკითხთან დაკავშირებით და განაცხადეს:

„ვგმობთ აშშ-ს მიერ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებას, რომელიც სამხრეთ კვიპროსის ბერძნული მხარისთვის იარაღის შესყიდვისა და სამხედრო წვრთნებისთვის შესაფერის ქვეყნად მიიჩნევს. ეს გადაწყვეტილება, რომელიც გაზრდის შეიარაღებას კუნძულზე, სერიოზული შეცდომაა“.

განცხადებაში ხაზი გაესვა, რომ რეგიონი განსაკუთრებით მგრძნობიარე პერიოდს გადის და ყველა მხარემ თავი უნდა შეიკავოს პროვოკაციული ნაბიჯებისგან.

„ველით, რომ აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია უარს იტყვის ამ მცდარ გადაწყვეტილებაზე. როგორც სამშობლო და გარანტი სახელმწიფო, თურქეთი გააგრძელებს ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის თავდაცვითი და შემაკავებელი შესაძლებლობების გაძლიერების მხარდაჭერას“, ნათქვამია საგარეო უწყების მხრიდან საკითთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში.

აშშ-ს პრეზიდენტის გადაწყვეტილება

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 1961 წლის საგარეო დახმარების აქტის საფუძველზე გამოსცა გადაწყვეტილება, რომელიც სამხრეთ კვიპროსის ბერძნულ მხარეს აშშ-დან „თავდაცვითი აღჭურვილობისა და მომსახურების“ შეძენის საშუალებას აძლევს.

თეთრი სახლის განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ სამხრეთ კვიპროსის ბერძნული მხარისთვის თავდაცვითი აღჭურვილობისა და მომსახურების მიწოდება გააძლიერებს აშშ-ს უსაფრთხოებას და ხელს შეუწყობს მსოფლიო მშვიდობას.



მსგავსი ინფორმაციები