შეიბანიმ TRT Haber-ს ინტერვიუ მიუსცა

ასად ჰასან შეიბანი პირველად იყო სტუმრად თურქულ ტელევიზიაში და მონაწილეობა მიიღო TRT Haber -ის გადაცემაში

2231401
შეიბანიმ TRT Haber-ს ინტერვიუ მიუსცა

სირიის ახალი მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასად ჰასან შეიბანიმ განაცხადა, რომ ისინი იცავენ თურქეთის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას და სწრაფად იმოქმედებენ რეგიონში ტერორისტული საფრთხის წინააღმდეგ.

ასად ჰასან შეიბანი პირველად იყო სტუმრად თურქულ ტელევიზიაში და მონაწილეობა მიიღო TRT Haber -ის გადაცემაში.

პროგრამაში, სადაც განიხილეს სირიაში არსებული მდგომარეობა და თურქეთ-სირიის ურთიერთობები, შეიბანიმ აღნიშნა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და თურქი ხალხი ისტორიულად სწორ პოზიციაზე და ჰუმანური ღირებულებების და ხალხის ნების მხარეს დგანან.

მინისტრმა შეიბანიმ, რომელმაც აღნიშნა, რომ სირიაში მიმდინარე მოვლენები და სირიის გათავისუფლება ორივე ხალხისთვის სასარგებლო იქნება, განაცხადა, რომ ისინი ყოველთვის იცავენ თურქეთის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას.

საგარეო საქმეთა მინისტრმა შეიბანიმ ხაზი გაუსვა, რომ სირიის უსაფრთხოება არის თურქეთის უსაფრთხოება და თურქეთის უსაფრთხოება არის სირიის უსაფრთხოება და დაამატა: "სირიას არ სურს, რომ მისი ტერიტორია საფრთხეს უქმნიდეს სხვა ქვეყნებს. ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხებს და ველოდებით დადებით შედეგებს უახლოეს მომავალში. ჩვენ სწრაფად ვიმოქმედებთ ამ საფრთხეების წინააღმდეგ."

შეიბანიმ აღნიშნა, რომ სურთ თურქეთთან ურთიერთობების შენარჩუნება უმაღლეს დონეზე და სირიას უნდა ახალი ფურცლის გადაშლა თავის საგარეო პოლიტიკაში.

მან ისრაელის თავდასხმებთან დაკავშირებით განაცხადა: "ისრაელმა თავდასხმა განახორციელა სამხედრო ბაზებზე და რეგიონებზე. ჩვენ აუცილებლად უნდა დავიცვათ ჩვენი სამშობლო და სირიის ხალხი. ჩვენ ასევე ვართ მზად ახალი საფრთხეების წინააღმდეგ."

სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ინტერვიუს ბოლოს თურქულ ენაზე გააკეთა განცხადება და თქვა: "მადლობას ვუხდით მოძმე თურქ ხალხს ყველაფრისთვის."


საკვანძო სიტყვები: #შეიბანი , #სირია

მსგავსი ინფორმაციები