პრეზიდენტ ერდოღანის შეფასება ჰამას-ისრაელს შორის მიღწეულ შეთანხმებაზე
პრეზიდენტ ერდოღანის შეფასება ჰამას-ისრაელს შორის მიღწეულ შეთანხმებაზე

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა: „მივესალმებით პალესტინის წინააღმდეგობის მოძრაობა ჰამასსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებების შეთანხმებით დასრულებას“.
პრეზიდენტმა ერდოღანმა სოციალურ მედიაში გააკეთა განცხადება ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევასთან დაკავშირებით:
„მივესალმებით პალესტინის წინააღმდეგობის მოძრაობა ჰამასსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებების შეთანხმებით დასრულებას. ვიმედოვნებთ, რომ შეთანხმება იქნება სასიკეთო ჩვენი პალესტინელი ძმებისთვის, ჩვენი რეგიონისა და მთელი კაცობრიობისთვის და გახსნის კარს მუდმივი მშვიდობისა და სტაბილურობისკენ. პატივს მივაგებთ ღაზას გმირულ ხალხსა და მამაც შვილებს, რომლებმაც გაბედულად დაიცვეს თავიანთი მიწები და თავისუფლება ისრაელის უკანონო და არაადამიანური თავდასხმების წინააღმდეგ. ჩვენ, როგორც თურქეთი, არც ერთი წამით არ მიგვიტოვებია ჩვენი პალესტინელი ძმები მათ ბრძოლაში ჩაგვრისა და მჩაგვრელის წინააღმდეგ. ღმერთის წყალობით, ამის შემდეგაც ვიქნებით ღაზას ხალხის გვერდით და მოვახდენთ ყველა ჩვენი რესურსის მობილიზებას, რათა ღაზამ შეძლოს ჭრილობების მოშუშება და ფეხზე დადგომა. ამ შემთხვევაში, პატივისცემით ვიხსენებთ ყველა ჩვენს შაჰიდს, რომლებმაც თავიანთი წმინდა სისხლით მორწყეს ღაზას მიწა და შევთხოვ ალაჰს, რომ ეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება იყოს საკეთილდღეო“, აცხადებს პრეზიდენტი ერდოღანი საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში.
მსგავსი ინფორმაციები

ერდოღანი: „არავის ძალუძს და ვერც შეძლებს პალესტინელი ხალხისთვის მეორე ნაკბას“
ერდოღანი: „არავის ძალუძს და ვერც შეძლებს პალესტინელი ხალხისთვის მეორე ნაკბას“