ერდოღანი: „თუ (PKK) YPG არ დაყრის იარაღს, ისინი ვერ შეძლებენ თავის დაღწევას მწარე ბედიდან“

ერდოღანი: „თუ (PKK) YPG არ დაყრის იარაღს, ისინი ვერ შეძლებენ თავის დაღწევას მწარე ბედიდან“

2230859
ერდოღანი: „თუ (PKK) YPG არ დაყრის იარაღს, ისინი ვერ შეძლებენ თავის დაღწევას მწარე ბედიდან“

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი: „YPG-ს ტერორისტული ორგანიზაცია, რომელმაც ასევე მიიტაცა სირიის ბუნებრივი რესურსები, ვერ გაექცევა მოახლოებულ მწარე ბედს, თუ არ დაიშლება და არ დაყრის იარაღს“.

პრეზიდენტმა ერდოღანმა, სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP) დიდი ეროვნული მეჯლისი ჯგუფის შეხვედრაზე ისაუბრა.

ერდოღანი:

„არაფერია იმაზე ბუნებრივი, ვიდრე თურქეთი ჩაერიოს მეზობელ ქვეყანაში (სირიაში) სრულიად სამართლიანი და ლეგიტიმური მიზეზების გამო, განსაკუთრებით ჰუმანიტარული მიზეზების გამო. ჩვენ ვერ შევხედავთ მეზობელ ქვეყანას, რომელთანაც მრავალსაუკუნოვანი ძმური კავშირები და 911 კილომეტრიანი საზღვარი გვაქვს. ჩვენ, ისევე როგორც ყველა ჯგუფი სირიაში, მივყვებით და მხარს ვუჭერთ ჩვენი ქურთი ძმების და დების ყველა პრობლემის მოგვარებას და ვართ ქურთების უსაფრთხოების გარანტი. რაც შეეხება, ტერორისტულ ორგანიზაცია YPG-ს, რომელმაც ასევე მიითვისა სირიის ბუნებრივი რესურსები, ვერ გაექცევა მოახლოებულ მწარე ბედს, თუ არ დაიშლება და არ განიარაღდება. ყველამ ხელი უნდა აარიდოს რეგიონს. ჩვენ მოკლე დროში სირიაში, სირიელ ძმებთან ერთად გავანადგურეთ დაეში-ს, YPG-ს და სხვა ტერორისტული ორგანიზაციების ხელმძღვანელები“.

პრეზიდენტი თავის გამოსვლაში ისრაელის თავდასხმებსაც შეეხო.

„ისრაელმა დაუყოვნებლივ უნდა დაასრულოს იმ ძალების აგრესიული ქმედებები, რომლებიც თავს ესხმიან სირიის ტერიტორიას. წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგები ყველაზე უარყოფითად აისახება. ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის დამყარებით, სადაც გენოციდი და ხოცვა-ჟლეტა მიმდინარეობს 15 თვის განმავლობაში, გაჩნდება მნიშვნელოვანი შესაძლებლობა გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობისთვის მთელ რეგიონში“, განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.



მსგავსი ინფორმაციები