ჰაქან ფიდანი სირიასთან და ღაზასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აგრძელებს

ჰაქან ფიდანი სირიასთან და ღაზასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აგრძელებს

2230090
ჰაქან ფიდანი სირიასთან და ღაზასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აგრძელებს

საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი შეხვდა სლოვენიის ვიცე-პრემიერსა და საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს ტანია ფაიონს, რომელიც თურქეთ-სლოვენიის ერთობლივი ეკონომიკური კომისიის სხდომისთვის იმყოფებოდა თურქეთში.

დედაქალაქ ანკარაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერება და თავდაცვის მრეწველობის სფეროში თანამშრომლობის საკითხები.

შეხვედრაზე ასევე შეფასდა სირიასა და ღაზაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები.

შეხვედრაზე მინისტრმა ფიდანმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზოგადოების მიერ სირიის მხარდაჭერის აუცილებლობას.

ფიდანმა ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია ღაზაში რაც შეიძლება მალე დამყარდეს მუდმივი ცეცხლის შეწყვეტა და უზრუნველყოფილ იქნას ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი მიწოდება.

მეორეს მხრივ, აგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა ასევე სატელეფონო საუბარი გამართა თავის ნორვეგიელ კოლეგასთან ესპენ ბარტ ეიდესთან.

სატელეფონო საუბრის დროს განხილულ იქნა სირიაში არსებული მდგომარეობა და ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მცდელობები.



მსგავსი ინფორმაციები