თურქეთი-ირანის სოფლის მეურნეობის თანამშრომლობის შეხვედრა

თურქეთი-ირანის სოფლის მეურნეობის თანამშრომლობის შეხვედრა

2229119
თურქეთი-ირანის სოფლის მეურნეობის თანამშრომლობის შეხვედრა

სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის მინისტრმა იბრაჰიმ იუმაქლიმ განაცხადა, რომ ირანთან თანამშრომლობის სფეროების დივერსიფიკაცია და განვითარება გაგრძელდება.

იბრაჰიმ იუმაქლი სიტყვით გამოვიდა თურქეთ-ირანის სასოფლო-სამეურნეო თანამშრომლობის შეხვედრაზე, რომელიც დედაქალაქ ანკარაში გაიმართა.

იუმაქლიმ განაცხადა, რომ თურქეთი გააგრძელებს თანამშრომლობის დივერსიფიკაციას ირანთან ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის 30 მილიარდი დოლარის მიზნის მისაღწევად.

იუმაქლიმ აღნიშნა, რომ ირანი არის თურქეთის კარიბჭე აზიისკენ, ხოლო თურქეთი - ირანის კარიბჭე ევროპისკენ და განაცხადა: „სანქციების მიუხედავად, ჩვენ არ შეგვიწყვეტია ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები ჩვენს მეზობელ ირანთან და არც მომავალში შევწყვეტთ."

მინისტრმა იუმაქლიმ აღნიშნა, რომ ამჟამად სანქციები იწვევს პრობლემებს ირანთან ბიზნეს ურთიერთობებში, განსაკუთრებით საბანკო სისტემაში და დასძინა: „იმედი გვაქვს, რომ ეს და მსგავსი პრობლემები მოკლე ვადაში გადაიჭრება."


საკვანძო სიტყვები: #სოფლის მეურნეობა , #ირანი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები