ჰაქან ფიდანმა YPG/PKK-ს მხარდამჭერი ქვეყნები მკაცრად გააკრიტიკა

ჰაქან ფიდანმა YPG/PKK-ს მხარდამჭერი ქვეყნები მკაცრად გააკრიტიკა

2229109
ჰაქან ფიდანმა YPG/PKK-ს მხარდამჭერი ქვეყნები მკაცრად გააკრიტიკა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა მკაცრად გააკრიტიკა ის ქვეყნები, რომლებიც სირიაში თითქოს და „დაეში-ს წინააღმდეგ ბრძოლის“ საბაბით მხარს უჭერენ სეპარატისტულ ტერორისტულ ორგანიზაცია YPG/PKK-ს.

მინისტრი ფიდანი სტამბულში შეხვდა ადგილობრივი და უცხოური მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

ფიდანმა განაცხადა, რომ ზოგიერთი მცირე ევროპული ქვეყნის პოლიტიკა, რომელიც აშშ-ს ქოლგის ქვეშ გარკვეულ ოპერაციებში მონაწილეობს და ამ საფუძველზე მოსაზრებების გამოთქმას გულისხმობს (სირიაში), არ არის სასარგებლო არც მათთვის და არც რეგიონისთვის.

„თუ მათ შეუძლიათ რეგიონში შესვლა და ოპერაციების ჩატარება ან სამხედრო ძალის განთავსება აშშ-ს გარეშე, დაე ვნახოთ, მაგრამ ვიცით, რომ ეს ასე არ არის. ჩვენ არ ვაქცევთ ყურადღებას იმ ქვეყნებს, რომლებიც აშშ-ს ძალას იყენებენ, მის უკან იმალებიან და ასე ცდილობენ საკუთარი ინტერესების წინ წაწევას. ამ საკითხში ჩვენი მთავარი მოსაუბრე აშშ-ა. ჩვენ ვსაუბრობთ აშშ-სთან და არა იმ ქვეყნებთან, რომლებიც აშშ-ს უკან დგანან. არაერთხელ ვთქვით, არ გვაქვს ამ საფრთხესთან (PKK/YPG-სთან) თანაცხოვრების შანსი. ან  სხვა გააძევებს მათ, ან კიდევ ჩვენ“, განაცხადა ჰაქან ფიდანმა.



მსგავსი ინფორმაციები