პრეზიდენტმა ერდოღანმა სამხრეთ კორეას სამძიმარი გამოუცხადა

პრეზიდენტმა ერდოღანმა სამხრეთ კორეას სამძიმარი გამოუცხადა

2225189
პრეზიდენტმა ერდოღანმა სამხრეთ კორეას სამძიმარი გამოუცხადა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამძიმარი გამოუცხადა სამხრეთ კორეაში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, სამხრეთ კორეის ხალხსა და მთავრობას.

პრეზიდენტმა ერდოღანმა სამძიმრის გზავნილი გაავრცელა სამხრეთ კორეაში მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით.

სოციალური ქსელით გაკეთებულ განცხადებაში ერდოღანმა აღნიშნა: "ჩვენს მეგობარ კორეის რესპუბლიკაში, მუანის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარმა ტრაგიკულმა ავიაკატასტროფამ ღრმად შეგვძრა. ჩემი და ჩემი ერის სახელით, სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს, მეგობარ სამხრეთ კორეის ხალხსა და მთავრობას."

ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკიდან აფრენილი Jeju Air-ის სამგზავრო თვითმფრინავი სამხრეთ კორეაში ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა და კედელს შეეჯახა.

თვითმფრინავში იმყოფებოდა 175 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი, სულ დაიღუპა 179 ადამიანი.

სამხრეთ კორეის მთავრობამ 4 იანვრამდე ეროვნული გლოვა გამოაცხადა.



მსგავსი ინფორმაციები