პრეზიდენტმა ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ განცხადებები გააკეთა

პრეზიდენტმა ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ განცხადებები გააკეთა

2223493
პრეზიდენტმა ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ განცხადებები გააკეთა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა: "(სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია) PKK და მისი განშტოებები ან თვითლიკვიდაციას მოახდენენ, ან ლიკვიდირებული იქნებიან."

პრეზიდენტმა ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ განცხადებები გააკეთა.

მან აღნიშნა, რომ 8 დეკემბერს სირიაში ბაასის რეჟიმის დაცემის შემდეგ "რევოლუციის შედეგად შექმნილმა ახალმა სიტუაციამ მსოფლიოს ყურადღება აქეთ მიმართა".

"როგორც სირიის მოძმე ქვეყანა, ჩვენ ვართ ის სახელმწიფო, რომელიც საუკეთესოდ კითხულობს ახალ პროცესს." - განაცხადა პრეზიდენტმა.

"ჩვენ გავწევთ ყველანაირ საჭირო დახმარებას, რათა სირიის ხალხმა, რომელმაც გაიმარჯვა ბრძოლაში დესპოტური რეჟიმის წინააღმდეგ, მოიპოვოს გამარჯვება და გახადოს თავისი წარმატებები მდგრადი." - განაცხადა ერდოღანმა და დასძინა: "სირიის ტერიტორიული მთლიანობისა და უნიტარული სტრუქტურის შენარჩუნება ნებისმიერ პირობებში არის თურქეთის უცვლელი პოზიცია. ჩვენ არ დავიხევთ უკან ამ საკითხში."

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა: „ჩვენ აუცილებლად აღმოვფხვრით როგორც საფრთხის წყაროს ჩვენი რეგიონისთვის ამ მკვლელთა ჯგუფებს (სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია PKK/YPG), რომლებიც არავის აძლევენ სიცოცხლისა და სიტყვის უფლებას. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს გავაგრძელოთ წერტილოვანი ოპერაციები სირიაში სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაციის ელემენტების წინააღმდეგ ქირურგიული სიზუსტით, სამოქალაქო პირებისთვის ზიანის მიყენების გარეშე. სირიისა და ჩვენი რეგიონის მომავალში არ არის ადგილი არც DEAŞ-ისთვის, არც PKK-სთვის და არც რომელიმე ტერორისტული ორგანიზაციისთვის. PKK და მისი განშტოებები ან თვითლიკვიდაციას მოახდენენ, ან ლიკვიდირებული იქნებიან."



მსგავსი ინფორმაციები