რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კარლ ნეჰამერთან სატელეფონო საუბარი გამართა

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კარლ ნეჰამერთან სატელეფონო საუბარი გამართა

2221687
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კარლ ნეჰამერთან სატელეფონო საუბარი გამართა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ავსტრიის კანცლერ კარლ ნეჰამერთან სატელეფონო საუბარი გამართა.

პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერდოღან-ნეჰამერს შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს, თურქეთ-ავსტრიის ურთიერთობები, აგრეთვე რეგიონული და გლობალური საკითხები იქნა განხილული.

სატელეფონო საუბრის დროს პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ სირიაში საზოგადოება შედის იმ ეტაპზე, სადაც თავად გადაწყვეტს თავისი ქვეყნის მომავალს, და ამ პროცესში მნიშვნელოვანია PKK-სა და დაეში-ს ჩათვლით ყველა ტერორისტული ფორმირების აღმოფხვრა სირიის ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად.

ერდოღანმა განაცხადა, რომ დაიწყო სირიელი ლტოლვილების უსაფრთხო, ღირსეული და ნებაყოფლობითი დაბრუნება, რაც დამოკიდებული იქნება სირიაში მდგრადი საცხოვრებელი პირობების შექმნაზე.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სირიის აღდგენისა და სამოქალაქო ომის გამო დანგრეული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა, რისთვისაც ყველა მხარემ უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები დაბრუნებისა და რეკონსტრუქციის საკითხებში.



მსგავსი ინფორმაციები