პრეზიდენტი ერდოღანი ჰასან შეიხ მოჰამუდს და აბი აჰმედის შეხვდა

სომალსა და ეთიოპიას შორის ანკარის დეკლარაციას მოეწერა ხელი

2219638
პრეზიდენტი ერდოღანი ჰასან შეიხ მოჰამუდს და აბი აჰმედის შეხვდა

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დედაქალაქ ანკარაში სომალის პრეზიდენტს ჰასან შეიხ მაჰმუდს შეხვდა.

შეხვედრა დელეგაციების თანხლებით შედგა.

პრეზიდენტმა ერდოღანმა გუშინ ანკარაში ასევე მიიღო, ეთიოპიის პრემიერ-მინისტრი აბი აჰმედი.

შეხვედრა დელეგაციების თანხლებით შედგა.

მოლაპარაკებების შემდეგ, სომალსა და ეთიოპიას შორის ანკარის დეკლარაციას მოეწერა ხელი.

დეკლარაციაში მხარეებმა განაცხადეს, რომ შეთანხმდნენ, უკან დატოვონ აზრთა სხვადასხვაობა და საკამათო საკითხები და გადადგან შესაბამისი ნაბიჯები ორი ქვეყნის თანამშრომლობით, საერთო კეთილდღეობისთვის.

დეკლარაციის შესახებ, თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ფაჰრეთთინ ალთუნმა განაცხადა: „ანკარის დეკლარაცია, რომელიც გაფორმდა სომალსა და ეთიოპიას შორის, მნიშვნელოვანი გამოვლინებაა იმ სანდო პოზიციისა, რომელიც თურქეთს აქვს აფრიკის ხალხებისა და სახელმწიფოების თვალში“.



მსგავსი ინფორმაციები