თურქეთი: „მკაცრად ვგმობთ ისრაელის შეჭრას სირიის ტერიტორიებზე“
თურქეთი: „მკაცრად ვგმობთ ისრაელის შეჭრას სირიის ტერიტორიებზე“
2219057
თურქეთი მკაცრად გმობს ისრაელის მიერ სირიის ტერიტორიებზე შეჭრას.
საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილობით განცხადებაში აღნიშნულია: „მკაცრად ვგმობთ ისრაელის მიერ 1974 წელს ხელმოწერილი სამხედრო ძალების გამიჯვნის შესახებ შეთანხმების დარღვევას, კერძოდ, სირიასა და ისრაელს შორის დემილიტარიზებული ზონაში შეჭრას“.
განცხადებაში ხაზგასმულია: „სწორედ იმ სენსიტიურ პერიოდში, როდესაც სირიის ხალხს გაუჩნდა იმედი, რომ ბოლოსდაბოლოს მიაღწევს მშვიდობასა და სტაბილურობას, ისრაელი კვლავ ავლენს თავის ოკუპაციურ მიდგომებს. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს სირიის სუვერენიტეტს, პოლიტიკურ ერთიანობასა და ტერიტორიულ მთლიანობას“.