პრეზიდენტი ერდოღანი: „სირიაში ოპოზიციის სამიზნე დედაქალაქი დამასკოა“

პრეზიდენტი ერდოღანი: „სირიაში ოპოზიციის სამიზნე დედაქალაქი დამასკოა“

2217842
პრეზიდენტი ერდოღანი: „სირიაში ოპოზიციის სამიზნე დედაქალაქი დამასკოა“

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სირიელი ოპოზიციონერების მიზანი დედაქალაქ დამასკოა.

ერდოღანმა სტამბოლში პარასკევის ლოცვის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

სირიაში, 27 ნოემბერს ალეპის დასავლეთ სოფლებში რეჟიმის ძალებსა და ოპოზიციურ შეიარაღებულ ჯგუფებს შორის დაწყებულ შეტაკებებზე საუბრისას მან აღნიშნა:

„ამ მომენტისთვის იდლიბი, ჰამა და ჰომსი აიღეს. სამიზნე, რა თქმა უნდა, დამასკოა. ოპოზიციონერების ეს წინსვლა ამჟამად გრძელდება. ჩვენი სურვილია, რომ ეს წინსვლა სირიაში შეუფერხებლად გაგრძელდეს“.

ერდოღანმა გაიხსენა, რომ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს მოუწოდა: „მოდი, ერთად გადავწყვიტოთ სირიის მომავალი“, და დაამატა: „სამწუხაროდ, ასადისაგან ამ საკითხზე დადებითი პასუხი ვერ მივიღეთ. ამ მომენტისთვის იდლიბის შემდეგ ჰომსი კვლავ ოპოზიციონერების ხელშია და დამასკოსკენ წინსვლა გრძელდება. მთლიანად რეგიონში მიმდინარე ეს რთული პროცესები ჩვენთვის სასურველი არ არის“.

პრეზიდენტმა ერდოღანმა ასევე ლიბანზე ისრაელის თავდასხმებზეც ისაუბრა აღნიშნა, რომ რეგიონი ძალიან რთულ მდგომარეობაშია, სადაც ყველა მხარე განადგურებულია და დახმარებას საჭიროებს.

ერდოღანმა განაცხადა, რომ მსოფლიოს დუმილის პერიოდშიც კი თურქეთი აგრძელებს დახმარებას.

მან ხაზი გაუსვა, რომ მათი მხრიდან გაგრძელდება ძალისხმევა იმისათვის, რომ რეგიონში ცეცხლის შეწყვეტა სამუდამოდ იქნას შენარჩუნებული, და აღნიშნა, რომ გაერო ამ საკითხში ერთადერთ გამოსავალს წარმოადგენს.

პრეზიდენტმა მსოფლიოს მოუწოდა, რომ აუცილებლად უნდა მოსთხოვონ პასუხი ისრაელის ამ სისასტიკეს და გენოციდს და დაამატა: „თურქეთი ამ ანგარიშსწორებაში თავის როლს შეასრულებს“.



მსგავსი ინფორმაციები