წლის ბოლო ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა
წლის ბოლო ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა
ეროვნული უშიშროების საბჭო აცხადებს, რომ თურქეთი ყოველთვის მხარს უჭერს სირიის ტერიტორიული მთლიანობისა და ერთიანობის შენარჩუნებას და მზად არის ამისთვის საჭირო ყველა შესაძლო წვლილი შეიტანოს.
პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თავმჯდომარეობით, პრეზიდენტის სასახლეში გამართული მიმდინარე წლის ბოლო ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ წერილობითი განცხადება გამოქვეყნდა.
სხდომაზე აღინიშნა, რომ სირიაში მიმდინარე უახლესი მოვლენების დროს მნიშვნელოვანია საჭირო ზომების მიღება იმისათვის, რომ არ მიადგეს ზიანი სამოქალაქო მოსახლეობის სიცოცხლესა და ქონებას.
„სხდომაზე კიდევ ერთხელ იქნა აღნიშნული, რომ რეჟიმი უნდა შეთანხმდეს საკუთარ ხალხთან და კანონიერ ოპოზიციასთან, ჩვენი ქვეყანა ყოველთვის მხარს უჭერს სირიის ტერიტორიული მთლიანობისა და ერთიანობის შენარჩუნებას და მზად არის შეიტანოს საჭირო ყველა წვლილი. სხდომაზე ასევე აღნიშნულ იქნა, რომ არ დავუშვებთ არანაირ ტერორისტულ ჯგუფებს, რომლებიც ამ არასტაბილურ გარემოს გამოყენებას შეეცდებიან, და აღმოვფხვრით ყველა სახის საფრთხეს, რომელიც მიმართული იქნება ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისა და ხალხის წინააღმდეგ“, ნათქვამია უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ გავრცელებულ წერილობით განცხადებაში.
მსგავსი ინფორმაციები
ჰაქან ფიდანმა YPG/PKK-ს მხარდამჭერი ქვეყნები მკაცრად გააკრიტიკა
ჰაქან ფიდანმა YPG/PKK-ს მხარდამჭერი ქვეყნები მკაცრად გააკრიტიკა