რეჯეფ თაიფ ერდოღან-ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
რეჯეფ თაიფ ერდოღან-ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა.
პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადებით, სატელეფონო საუბრის დროს განხილულ იქნა თურქეთ-რუსეთის ურთიერთობები, სირიაში უახლესი მოვლენები, აგრეთვე გლობალური და რეგიონული საკითხები.
სატელეფონო საუბრისას ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი კვლავ უჭერს მხარს სირიის ტერიტორიულ მთლიანობას, ამავდროულად ცდილობს სამართლიანი და მდგრადი გადაწყვეტილების მიღწევას სირიაში, და მნიშვნელოვნად მიიჩნევს დიპლომატიური სივრცის გაფართოებას, რაც იმას ნიშნავს, რომ სირიის რეჟიმი უნდა ჩაერთოს პოლიტიკურ მოლაპარაკებების პროცესში.
ერდოღანმა ხაზი გაუსვა, რომ სირიაში უახლეს მოვლენებთან მიმართებაში უმთავრესი საკითხია სამოქალაქო მოსახლეობის დაცვა, და აღნიშნა, რომ სირია არ უნდა გახდეს უფრო დიდი არასტაბილურობის წყარო, ხოლო თურქეთი მაქსიმალურ ძალისხმევას იჩენს სიმშვიდის აღსადგენად სირიაში.
პრეზიდენტმა ერდოღანმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი გააგრძელებს პრინციპულ პოზიციას PKK-ს და მისი განშტოებების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ სარგებლის მიღებას სირიაში შექმნილი ვითარებიდან.