იაპონიის საიმპერატორო ოჯახი თურქეთს სტუმრობს
იაპონიის საიმპერატორო ოჯახი თურქეთს სტუმრობს
იაპონიის საიმპერატორო ოჯახიდან პირველად ხდება სამეფო კარის დონის ვიზიტი თურქეთში.
იაპონიის ტახტის მემკვიდრე პრინცი ფუმიჰიტო და პრინცესა კიკო თურქეთში ჩამოვიდნენ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 100-ე წლისთავის გამო.
ტახტის მემკვიდრე პრინცმა და პრინცესამ დედაქალაქ ანკარაში, თანმხლებ პირებთან ერთად, მოინახულეს მუსტაფა ქემალ ათათურქის, თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის, საფლავი - ანუ ანითქაბირი.
მათ მიუძღვნეს გვირგვინი და პატივი მიაგეს ათათურქის მემორიალს.
ტახტის მემკვიდრე პრინცი და პრინცესა დღეს მიღებულ იქნებიან პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის და მისი მეუღლე ემინე ერდოღანის მხრიდან.
7 დეკემბრამდე გაგრძელებულ ვიზიტის დროს, პრინცი და პრინცესა მონაწილეობას მიიღებენ სოციალურ და კულტურულ ღონისძიებებში სტამბოლში, ხოლო ქირშეჰირის მუნიციპალიტეტის ქალაქ კამანში გაეცნობიან იმ არქეოლოგიურ გათხრებს, რომლებსაც ერთობლივად ახორციელებენ თურქი და იაპონელი არქეოლოგები.
მოსალოდნელია, რომ საიმპერატორო ოჯახიდან ამ პირველმა ოფიციალურმა ვიზიტმა კიდევ უფრო გაამყაროს ორ ქვეყანას შორის ღრმა მეგობრობისა და სოლიდარობის კავშირები.