პრეზიდენტმა ერდოღანმა მნიშვნელოვანი შეფასებები გააკეთა

პრეზიდენტმა ერდოღანმა მნიშვნელოვანი შეფასებები გააკეთა

2216257
პრეზიდენტმა ერდოღანმა მნიშვნელოვანი შეფასებები გააკეთა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა: „ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტების ჭრილში სირიაში მიმდინარე პროცესებს ახლოდან ვაკვირდებით და ვაანალიზებთ, ვიღებთ ყველა საჭირო ზომას“.

პრეზიდენტმა ერდოღანმა ამის შესახებ, ოფიციალური ვიზიტით დედაქალაქ ანკარაში მყოფ მონტენეგროს პრეზიდენტ იაკოვ მილატოვიჩთან პირისპირ და დელეგაციებს შორის შეხვედრის შემდეგ  ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრესკონფერენციის დროს პრეზიდენტმა ერდოღანმა, თურქეთსა და მონტენეგროს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 145-ე წლისთავზე მიუთითა და აღნიშნა, რომ მილატოვიჩის ეს პირველი ვიზიტი თურქეთში გამორჩეული დონის ურთიერთობების ნიშანია.

„პირისპირ შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობები სრულად განვიხილეთ, შევაფასეთ მომავალ პერიოდში გასატარებელი ღონისძიებები. გადავწყვიტეთ მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს შექმნა ჩვენი ურთიერთობებისთვის ინსტიტუციური ჩარჩოს მისაცემად. ასევე გავცვალეთ მოსაზრებები რეგიონული და საერთაშორისო საკითხების შესახებ, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ბალკანეთში სტაბილურობის მნიშვნელობა. მსურს კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თურქეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს რელიგიურ და ეთნიკურ მრავალფეროვნებად მიჩნეულ ბალკანეთში მშვიდობის, კეთილდღეობისა და სტაბილურობის მხარდაჭერას“, განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.

ერდოღანმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ თურქეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მშვიდობის, სიმშვიდის და სტაბილურობის შენარჩუნებას თავისი ქვეყნის ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე, მთელ რეგიონში.

„რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით, როგორც ჩვენ, ასევე მონტენეგრო, თავიდანვე ვამბობდით, რომ უნდა დამყარდეს სამართლიანი მშვიდობა. იგივე პრინციპულ პოზიციას ვიცავდით ისრაელის მიერ ღაზაში და ლიბანში განხორციელებული თავდასხმების დროსაც. აშკარად გამოვხატეთ ჩვენი მხარდაჭერა ლიბანში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის მიმართ. ვიმედოვნებთ და გვსურს, რაც შეიძლება მალე დამყარდეს ცეცხლის შეწყვეტა ღაზაში. რაც შეეხება ჩვენს რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების ჩაქრობას, თურქეთი მზადაა, როგორც ადრე, დღესაც შეასრულოს ყველა საჭირო როლი. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენი მეზობელი სირიის უეცარ მოვლენებს ძალიან ახლოს ვაკვირდებით. სინამდვილეში დიდი ხანია ვაცხადებდით, რომ ახლო აღმოსავლეთში ძალადობის წრის გავლენა სირიაზეც შეიძლება გავრცელდეს. ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტების ჭრილში ვაკვირდებით და ვაანალიზებთ მიმდინარე პროცესებს, ვიღებთ ყველა საჭირო ზომას იმისათვის, რომ არ დაფიქსირდეს რაიმე სხვა სახის მოქმედება, რომელმაც შეიძლება ზიანი მოუტანოს ჩვენს ინტერესებს“, ხაზგასმით აღნიშნა პრეზიდენტმა ერდოღანმა.



მსგავსი ინფორმაციები