ჰაქან ფიდანის სატელეფონო დიპლომატია

ჰაქან ფიდანის სატელეფონო დიპლომატია

2215767
ჰაქან ფიდანის სატელეფონო დიპლომატია

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა სატელეფონო საუბარი გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან და საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, პრინც ფაისალ ბინ ფარჰანთან რა დროსაც სირიაში მიმდინარე მოვლენები იქნა განხილული.

ჰაქან ფიდანმა ბლინკენთან საუბრისას განაცხადა, რომ თურქეთი წინააღმდეგია ნებისმიერი იმგვარი განვითარებისა, რომელიც რეგიონში არასტაბილურობას გაზრდის, და ამ კონტექსტში მხარს უჭერს სირიაში არსებული დაძაბულობის შემცირებას.

ფიდანმა აღნიშნა, რომ სირიაში მშვიდობისა და სიმშვიდის დასამყარებლად საჭიროა პოლიტიკური პროცესის დასრულება რეჟიმსა და ოპოზიციას შორის, და ხაზი გაუსვა, რომ არასოდეს დაუშვებენ ტერორისტულ საქმიანობას თურქეთის და სირიის მოქალაქეების მიმართ.

სატელეფონო საუბრის დროს მინისტრმა ფიდანმა ხაზი გაუსვა, რომ ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მუდმივად შენარჩუნება აუცილებელია და, რომ ისრაელმა უნდა შეასრულოს თავისი პირობები, მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა ღაზაში და უზრუნველყოფილ იქნეს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება რეგიონში.

სატელეფონო საუბრისას ასევე განხილულ იქნა უკრაინისა და სამხრეთ კავკასიის საკითხებიც.

მეორეს მხრივ, საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა სატელეფონო საუბარი გაიმართა საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, პრინც ფაისალ ბინ ფარჰანთან, სადაც სირიაში ბოლო დროის განვითარებული მოვლენები იქნა განხილული.



მსგავსი ინფორმაციები