პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა TRT World Forum-ზე მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა TRT World Forum-ზე მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

2215380
პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა TRT World Forum-ზე მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი:

„სანამ კაცობრიობა კიდევ უფრო მეტ ტკივილს და მსხვერპლს იხილავს, ღაზაში დაუყოვნებლივ უნდა დამყარდეს მდგრადი ცეცხლის შეწყვეტა. თურქეთი ამას პირველი დღიდან იცავდა“.

პრეზიდენტი ერდოღანი სტამბოლის საკონგრესო ცენტრში გამართულ TRT World Forum-ზე სიტყვით გამოვიდა.

ერდოღანმა განაცხადა:

„ვიმედოვნებთ, რომ ისრაელსა და ლიბანს შორის წინა დღეს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტა მუდმივი იქნება. ჩვენ მზად ვართ მთელი ჩვენი შესაძლებლობებით დავიცვათ გენოციდის შეწყვეტა და მუდმივი მშვიდობისკენ მიმავალი გზა. სანამ კაცობრიობა კიდევ უფრო მეტ ტკივილს და მსხვერპლს იხილავს, ღაზაში დაუყოვნებლივ უნდა დამყარდეს მდგრადი ცეცხლის შეწყვეტა. თურქეთი ამას პირველი დღიდან იცავდა“.

პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ასევე აღნიშნა, რომ გაეროს სჭირდება ცვლილებები:

„გაეროს დაუყოვნებლივ სჭირდება ცვლილებები. სისტემა, რომელიც შედგება 5 მუდმივი წევრისაგან და 15 დროებითი წევრისაგან, ეს არ გამოდგება. ამ გზით მსოფლიოს მართვა შეუძლებელია. შეგვიძლია გავაგრძელოთ ამ გაეროს მუშაობა? არა. აუცილებლად საჭიროა გაეროს სრული რეფორმა“.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ასევე აღნიშნა:

„ჩვენი საზოგადოებრივი მაუწყებელი TRT წარმოადგენს ერთ-ერთ საუკეთესო ინსტიტუციას, რომელიც მიმართულია მთელი საპასუხისმგებლო საზოგადოებისადმი, ადამიანზე და ღირებულებებზე ორიენტირებული გადაცემებით. TRT World Forum კი არის პლატფორმა, რომელიც მრავალფეროვნებას სძენს მსოფლიოს აზროვნების კლიმატს. ჩვენ TRT World Forum-ს განვიხილავთ არა მხოლოდ დებატების სივრცედ, არამედ იმედის პლატფორმად, სადაც კონკრეტდება მსოფლიოს პრობლემების გადაჭრის ძიება“.



მსგავსი ინფორმაციები