თურქეთ-ევროკავშირის გაერთიანებული საპარლამენტო კომისია საფრანგეთში შეიკრიბა

თურქეთ-ევროკავშირის გაერთიანებული საპარლამენტო კომისია საფრანგეთში შეიკრიბა

2214677
თურქეთ-ევროკავშირის გაერთიანებული საპარლამენტო კომისია საფრანგეთში შეიკრიბა

თურქეთ-ევროკავშირის შერეული საპარლამენტო კომისია გუშინ საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში 81-ჯერ შეიკრიბა.

დღეს გაგრძელებულ სხდომაზე თურქეთის მხარეს სტამბოლის დეპუტატი და შერეული საპარლამენტო კომისიის თანა-თავმჯდომარე ისმაილ ემრაჰ ქარაიელი, ევროპარლამენტის მხარეს კი ევროკავშირ-თურქეთის შერეული საპარლამენტო კომისიის დელეგაციის თავმჯდომარე და ევროპარლამენტის დეპუტატი მანუელ კეფალოიანი წარმოადგენდა.

გუშინდელ სხდომაზე, რომელსაც ევროკავშირთან თურქეთის მუდმივი წარმომადგენელი, ელჩი ფარუქ ქაიმაქჩი დაესწრო, განხილულ იქნა თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და ორმხრივი ურთიერთობები სრული მასშტაბით.

შეგახსენებთ, რომ თურქეთ-ევროკავშირის შერეული საპარლამენტო კომისია არის მექანიზმი, რომელიც შეიქმნა ანკარის შეთანხმების ფარგლებში ევროპარლამენტსა და თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისს შორის თანამშრომლობისა და კონტაქტების გასაადვილებლად, აგრეთვე თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობების პოლიტიკური ასპექტების შესასწავლად.

ცნობისათვის, თურქეთ-ევროკავშირის შერეული საპარლამენტო კომისიის ბოლო სხდომა გასული წლის 19-20 დეკემბერს დედაქალაქ ანკარაში გაიმართა.



მსგავსი ინფორმაციები