ჰაქან ფიდანი გაეროს ცივილიზაციათა ალიანსის მე-10 გლობალურ ფორუმს დაესწრება

ჰაქან ფიდანი გაეროს ცივილიზაციათა ალიანსის მე-10 გლობალურ ფორუმს დაესწრება

2213392
ჰაქან ფიდანი გაეროს ცივილიზაციათა ალიანსის მე-10 გლობალურ ფორუმს დაესწრება

 

საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი 25-27 ნოემბერს პორტუგალიაში გასამართ გაეროს ცივილიზაციათა ალიანსის მე-10 გლობალურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.

ფიდანი თავის გამოსვლაში ყურადღებას გაამახვილებს პოლარიზაციის, დისკრიმინაციისა და ექსტრემიზმის ზრდაზე.

მინისტრი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მსოფლიოში მშვიდობის მისაღწევად საჭიროა ახლო აღმოსავლეთის პრობლემების გადაჭრა. ის ისაურებს მსოფლიოში ისლამოფობიის მზარდ ტენდენციაზე და გააკეთებს მოწოდებას ერთიანი პოზიციის დაკავებისკენ მუსლიმების, ყურანისა და მეჩეთების წინააღმდეგ თავდასხმების საპასუხოდ.

ჰაქან ფიდანი განაცხადებს, რომ გაეროს სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა ისლამოფობიასთან ბრძოლის საქმეში მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ამ მიმართულებით.

ფიდანი ფორუმის ფარგლებში ასევე დაესწრება ცივილიზაციათა ალიანსის მეგობართა ჯგუფის მინისტერიალს.

შეხვედრაზე მეგობართა ჯგუფის წევრები ხელს მოაწერენ ერთობლივ დეკლარაციას.



მსგავსი ინფორმაციები