პრეზიდენტმა ერდოღანმა G20-ის ლიდერთა სამიტზე შეხვედრების დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა

პრეზიდენტმა ერდოღანმა G20-ის ლიდერთა სამიტზე შეხვედრების დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა

2211884
პრეზიდენტმა ერდოღანმა G20-ის ლიდერთა სამიტზე შეხვედრების დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „ჩვენი პრობლემა გვაქვს მათთან, ვინც ოკუპაციითა და დაპყრობის პოლიტიკით ჩვენს რეგიონს ქაოსსა და არასტაბილურობაში ითრევს“.

პრეზიდენტმა ერდოღანმა პრესკონფერენცია გამართა ბრაზილიის ქალაქ რიო დე ჟანეიროში G20-ის ლიდერთა სამიტზე შეხვედრების დასრულების შემდეგ.

ერდოღანმა განაცხადა, რომ ის G20-ის სამიტებს 2008 წლიდან ესწრება და შემდეგი შეფასებები გააკეთა: „არ მახსოვს სხვა დრო, როცა მსოფლიოში ერთდროულად ამდენი ომი, გენოციდი და ჰუმანიტარული ტრაგედია ხდებოდა. განსაკუთრებით ღაზაში, შიმშილის საფრთხემ საერთაშორისო შეფასებით კატასტროფულ დონეს მიაღწია. ღაზის მოსახლეობის 96%-ს, ანუ 2 მილიონზე მეტ ადამიანს არ აქვს ჯანსაღი საკვები და წყალი. ისრაელის მთავრობა, რომელმაც ღაზა ღია ციხედ აქცია, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს სჩადის ჰუმანიტარული დახმარების შეზღუდვით. ამას არა მხოლოდ ჩვენ ვამბობთ, არამედ გაერო და სხვა ბევრი ორგანიზაცია. უკვე 14 თვეა გულის ტკივილით ვუყურებთ, როგორ რისკავენ ბავშვები სიცოცხლეს ერთი თეფში საჭმლისა და ერთი ჭიქა წყლისთვის დაბომბვების ქვეშ. ისრაელის თავდასხმებში დაღუპული დაახლოებით 50 ათასი პალესტინელიდან 70%-ზე მეტი ქალი და ბავშვია."

ერდოღანის განცხადებით, მსოფლიო ლიდერებმა გამოთქვეს ღრმა შეშფოთება ლიბანში მდგომარეობის გამწვავების გამო და ასევე მოითხოვეს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანის ხელშეშლის შეწყვეტა.

„ჩვენ არ გვაქვს პრობლემა არც ერთ ქვეყანასთან, ხალხთან ან რწმენასთან. ჩვენ პრობლემა გვაქვს მკვლელობებთან და მკვლელებთან. ჩვენი პრობლემა გვაქვს მათთან, ვინც საკუთარი ქვეყნისა და მოქალაქეების უსაფრთხოებას უდანაშაულო ადამიანების სისხლის ღვრაში ეძებს. ჩვენი პრობლემა გვაქვს მათთან, ვინც ოკუპაციითა და დაპყრობის პოლიტიკით ჩვენს რეგიონს ქაოსსა და არასტაბილურობაში ითრევს“. - განაცხადა პრეზიდენტმა.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ წერილი ისრაელისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალების მიწოდების შეწყვეტის მოთხოვნით, რომელსაც ხელი მოაწერა 52-მა ქვეყანამ და 2-მა საერთაშორისო ორგანიზაციამ, გამოქვეყნდა როგორც გაეროს დოკუმენტი. მან ასევე განაცხადა: "განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ პერიოდში, რომ პალესტინის სახელმწიფო მეტმა ქვეყანამ აღიაროს."

პრესკონფერენციის შემდეგ პრეზიდენტი სამშობლოში დაბრუნდა.



მსგავსი ინფორმაციები