პრეზიდენტმა ერდოღანმა ღაზაში დაუყოვნებელი და მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის მოწოდება გააკეთა

პრეზიდენტმა ერდოღანმა ღაზაში დაუყოვნებელი და მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის მოწოდება გააკეთა

2211368
პრეზიდენტმა ერდოღანმა ღაზაში დაუყოვნებელი და მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის მოწოდება გააკეთა

 

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა: "კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ღაზაში დაუყოვნებლივ და მუდმივი ცეცხლის შეწყვეტისკენ“.

პრეზიდენტი ერდოღანი სიტყვით გამოვიდა G20-ის ლიდერთა სამიტზე ბრაზილიაში, სხდომაზე "სოციალური ინკლუზიურობა და ბრძოლა შიმშილისა და სიღარიბის წინააღმდეგ".

ერდოღანმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში, სადაც ყოველი მეათე ადამიანი შიმშილობს, ძალისხმევა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 9 წლის წინ მიღებული "2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების" მისაღწევად ჯერ კიდევ ვერ იძლევა მოსალოდნელ შედეგებს. მან თქვა, რომ თურქეთი წარმოადგენს ტრადიციას, რომელიც მოვალეობად მიიჩნევს დახმარების გაწევას ნებისმიერი საჭიროების მქონე ადამიანისთვის მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში.

ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქი ხალხი, რომელიც მისდევს პრინციპს "არ დაიძინო მაძღარმა, როცა შენი მეზობელი მშიერია", 2015 წლიდან მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 1% ჰუმანიტარულ დახმარებას უთმობს და "მსოფლიოს ყველაზე ქველმოქმედ ქვეყნებს" შორისაა. მანვე აღნიშნა, რომ ბრაზილიის G20-ის თავმჯდომარეობის ინიციატივას "გლობალური ალიანსი შიმშილისა და სიღარიბის წინააღმდეგ" ისინი აღიქვამენ არა მხოლოდ სტრატეგიულ ინიციატივად, არამედ მორალურ პასუხისმგებლობადაც.

პრეზიდენმა ხაზი გაუსვა, რომ დღეს, ამ გლობალური ალიანსის შექმნისას, არ უნდა მიატოვონ სამოქალაქო პირები, რომელთა ცხოვრებაც შეიცვალა კონფლიქტების გამო ღაზაში, ახლო აღმოსავლეთში, აფრიკასა და აზიაში, და დაამატა:

"განსაკუთრებით ღაზაში შიმშილის რისკმა საერთაშორისო კლასიფიკაციით 'კატასტროფის' დონეს მიაღწია. ღაზის მოსახლეობის 96%, ანუ 2 მილიონზე მეტი ადამიანი ვერ იღებს ჯანსაღ საკვებსა და წყალს. მზარდი თავდასხმებისა და მოახლოებული ზამთრის სეზონის გამო, ღაზის ხალხის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. როგორც თურქეთმა, რეგიონში 86 000 ტონაზე მეტი დახმარება გავგზავნეთ, ხოლო ლიბანში ჩვენი დახმარება 1300 ტონას აღემატება. ღაზაში მიმდინარე ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ დაუყოვნებლივ და მუდმივი ცეცხლის შეწყვეტისკენ“.


საკვანძო სიტყვები: #ერდოღანი , #პრეზიდენტი , #G20

მსგავსი ინფორმაციები