იაშარ გიულერმა დღის წესრიგთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა
იაშარ გიულერმა დღის წესრიგთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა
თურქეთის თავდაცვის მინისტრმა იაშარ გიულერმა განაცხადა, რომ ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შესაძლოა ამერიკის შეერთებული შტატების ჯარები სირიიდან გაიყვანოს.
ერთ-ერთ კერძო სატელევიზიო არხზე გამოსვლისას გიულერმა გამოთქვა თავისი მოლოდინები აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიმართ.
გიულერმა განაცხადა: „ტრამპმა თავისი პრეზიდენტობის დროს სამჯერ გასცა ბრძანება სირიიდან ჯარების გაყვანის შესახებ. მე ვფიქრობ, რომ ბატონი ტრამპი ამ საკითხზე აქტიურად იმუშავებს და შესაძლოა ამერიკული ჯარები რეგიონიდან გაიყვანოს“.
კითხვაზე, ელოდება თუ არა დაჩქარებას F-16-ის მიწოდებისა და F-35-ის მოთხოვნების საკითხში ტრამპის მეორე ვადის დროს, გიულერმა შემდეგი პასუხი გასცა:
„ამჟამად ჩვენი ურთიერთობები ამერიკელ მეგობრებთან ძალიან დადებითი მიმართულებით ვითარდება და უკუსვლა არ იქნება. ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო წინ წავა. ჩვენ გვსურს 40 ერთეული F-16 Viper-ის შეძენა და ეს მოხდება, ხელშეკრულებებიც უკვე ხელმოწერილია. შემდეგ ასევე შევიძენთ 40 ერთეულ მრავალფუნქციურ საბრძოლო თვითმფრინავს (Eurofighter Typhoon). რაც შეეხება გერმანიას, დიდი ხანია წინააღმდეგია ამ მიწოდების, მაგრამ საბოლოოდ, ნატოში ჩვენი მეგობრების - ბრიტანეთის, იტალიისა და ესპანეთის დადებითი წვლილით, გერმანიამაც დადებითი პასუხი გასცა“.
ტერორიზმთან ბრძოლის საკითხზე საუბრისას მინისტრმა გიულერმა ხაზი გაუსვა, რომ სირიაში ტერორისტულ ორგანიზაცია PYD-ს მძიმე დანაკარგები მიაყენეს და თურქეთის ავიაკოსმოსური მრეწველობის კომპანიაზე (TUSAŞ) თავდასხმის დროს დაღუპულთა შურისძიება სრულად განხორციელდა.
TUSAŞ-ზე ტერორისტული თავდასხმის შესახებ კითხვაზე გიულერმა უპასუხა: „რა თქმა უნდა, დროის შერჩევა მნიშვნელოვანია. ამ შემთხვევაში პირდაპირ სამიზნედ იქნა აღებული ჩვენი ქვეყნისა და ერის სიმშვიდე და ჩვენი ადგილობრივი თავდაცვითი მრეწველობა“.
გიულერმა აღნიშნა, რომ TUSAŞ-ი არის თურქეთის თავდაცვითი მრეწველობის თვალის ჩინი და ხაზი გაუსვა, რომ თავდასხმა შემთხვევითი არ ყოფილა.
„ჩვენს თავდაცვით მრეწველობაში ყოველდღე ახალი პროდუქტი იქმნება. შესანიშნავი განვითარებაა. თავდაცვითი მრეწველობის ყველა განყოფილებაში ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს. შესაბამისად, TUSAŞ-ი შესაძლოა ამ მიზეზით იქნა სამიზნედ შერჩეული“, განაცხადა გიულერმა.
მსგავსი ინფორმაციები
თურქეთი: „მკაცრად ვგმობთ ისრაელის შეჭრას სირიის ტერიტორიებზე“
თურქეთი: „მკაცრად ვგმობთ ისრაელის შეჭრას სირიის ტერიტორიებზე“