პრეზიდენტმა ერდოღანმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა
პრეზიდენტმა ერდოღანმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა
პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა: „მხოლოდ ერთი მუჭა დასავლური ქვეყანა ისრაელს ყველა სახის მხარდაჭერას უწევს, ხოლო მუსლიმურმა ქვეყნებმა ვერ მოახერხეს საკმარისი რეაქციის გამოხატვა, რამაც გამოიწვია ვითარების ამ დონემდე მიყვანა“.
პრეზიდენტმა ერდოღანმა ამის შესახებ, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის და არაბული ქვეყნების ლიგის საგანგებო ერთობლივ სამიტზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
ერდოღანმა თქვა:
„ისრაელის მიერ ღაზასა და სხვა პალესტინურ მიწებზე განხორციელებულ სისხლიან ხოცვა-ჟლეტაში დღემდე 50 ათასი პალესტინელი დაიღუპა, რომელთაგან 70% ქალი და ბავშვი იყო. თურქეთმა დღემდე ღაზაში 84 ათას ტონაზე მეტი დახმარება გაგზავნა და ბარიერების მოხსნის შემთხვევაში მზად არის გაგზავნოს ბევრად უფრო მეტი“.
ერდოღანმა თქვა: „ისრაელს არც კი შეუძლია დათანხმდეს ჰუმანიტარული დახმარების ღაზაში მიწოდებას, რის გამოც თვეებია, რაც ეგვიპტეში გაგზავნილი დახმარების მასალები დანიშნულების ადგილზე ვერ მიდის. ჩვენ კი მზად ვართ განვახორციელოთ ყველა კონკრეტული და რეალისტური ინიციატივა, რომელიც ნეთანიაჰუს მთავრობას აგებინებს პალესტინის მიწების ოკუპაციის ფასს. უნდა შევძლოთ რაც შეიძლება მეტი ქვეყნის ჩართვა სამხრეთ აფრიკის მიერ ისრაელის წინააღმდეგ ჰააგის სასამართლოში აღძრულ სარჩელში. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია ისრაელის მიმართ იარაღის ემბარგოს დაწესება, ვაჭრობის შეწყვეტა მასთან და თუ მისი აგრესია გაგრძელდება, მისი საერთაშორისო დონეზე იზოლაცია“.
მსგავსი ინფორმაციები
პრეზიდენტი ერდოღანი: „სირიაში ოპოზიციის სამიზნე დედაქალაქი დამასკოა“
პრეზიდენტი ერდოღანი: „სირიაში ოპოზიციის სამიზნე დედაქალაქი დამასკოა“