პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საუდის არაბეთში გაემგზავრა

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საუდის არაბეთში გაემგზავრა

2208618
პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საუდის არაბეთში გაემგზავრა

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარის ესენბოღას აეროპორტიდან, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციისა და არაბული ქვეყნების ლიგის რიგგარეშე ერთობლივი სამიტის შეხვედრაზე დასასწრებად საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში გაემგზავრა.

ერდოღანი, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობის შესამცირებლად არაბული ქვეყნების ლიგის ერთობლივი ინიციატივით ორგანიზებულ შეხვედრას დაესწრება, მოსალოდნელია ორმხრივი შეხვედრების გამართვა მრავალი ქვეყნის ლიდერთან.

საუდის არაბეთში ვიზიტის შემდეგ ერდოღანი გაემგზავრება აზერბაიჯანში, სადაც კლიმატის სამიტში მიიღებს მონაწილეობას.



მსგავსი ინფორმაციები