თურქეთი სუდანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

თურქეთი სუდანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

2205972
თურქეთი სუდანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

თურქეთმა  ღრმა შეშფოთება გამოთქვა სუდანში არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობისა და ალ-ჯაზირის შტატში სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული, ჰუმანიტარული სამართლის საწინააღმდეგო თავდასხმების გამო.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ სუდანში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ღრმად შეშფოთებულია ქვეყანაში არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობისა და ალ-ჯაზირის შტატში სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული, ჰუმანიტარული სამართლის საწინააღმდეგო თავდასხმების გამო. ასევე ხაზგასმულია, რომ აუცილებელია დაუყოვნებლივ მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა და მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარება.

განცხადებაში მოწოდებულია, რომ დაუყოვნებლივ იქნას მიღებული ზომები იძულებით გადაადგილებული პირების სახლში დაბრუნებისა და ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებლად განხორციელებისთვის. განცხადებაში ნათქვამია: „ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს სუდანის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობასა და ერთიანობას. ჩვენ გავაგრძელებთ აუცილებელი ჰუმანიტარული დახმარების გაწევას სუდანის ხალხის ტანჯვის შესამსუბუქებლად“.



მსგავსი ინფორმაციები