პრეზიდენტი ერდოღანი: „ღაზაში საუკუნის გენოციდი ხდება“
პრეზიდენტი ერდოღანი: „ღაზაში საუკუნის გენოციდი ხდება“
პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ღაზაში საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი გენოციდი ხდება.
ერდოღანმა სიტყვით გამოვიდა სტამბოლში, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის მუდმივი კომიტეტის (ISEDAK) მე-40 შეხვედრის გახსნის ცერემონიაზე.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პალესტინელმა ხალხმა ისრაელის თავდასხმების შედეგად 13 თვეში 50,000 შეჰიდი დაკარგა, 2 მილიონი ადამიანი დატოვეს მედიკამენტებისა და საკვების გარეშე და უყურებენ მათ სიკვდილს, თუმცა პალესტინელებმა არ დათმეს თავიანთი ღირსება.
ერდოღანმა განაცხადა:
„საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი გენოციდი ხდება და კვლავ გრძელდება ჩვენს გვერდით, ღაზაში. სიონისტურმა რეჟიმმა და მისმა მხარდამჭერებმა 13 თვის განმავლობაში ჩაიდინეს ყველანაირი სისასტიკე და გენოციდი. თუმცა, ვერ დააჩოქეს ჩვენი პალესტინელი ძმები“.
ერდოღანმა ხაზი გაუსვა, რომ ღაზასა და ლიბანზე სიონისტური აგრესიის საპასუხოდ ერთ-ერთი საუკეთესო პასუხი იქნება მეტი ქვეყნის მიერ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ისლამურმა სამყარომ გვერდზე გადადოს უთანხმოებები და მხარი დაუჭიროს პალესტინისა და ლიბანის ხალხს მათ სამართლიან ბრძოლაში.
პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე პოზიციის მქონე ქვეყანაა ისრაელის გენოციდის წინააღმდეგ, ცდილობს ყველა ხელმისაწვდომი საშუალებით დაეხმაროს პალესტინელ ძმებს.
ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი არის ქვეყანა, რომელმაც ყველაზე მეტი დახმარება - 85,000 ტონაზე მეტი გაგზავნა ღაზაში.
მსგავსი ინფორმაციები
პრეზიდენტი ერდოღანი: „სირიაში ოპოზიციის სამიზნე დედაქალაქი დამასკოა“
პრეზიდენტი ერდოღანი: „სირიაში ოპოზიციის სამიზნე დედაქალაქი დამასკოა“