თურქეთის ვაჭრობის მინისტრის კომენტარი ევროკავშირის 2024 წლის ანგარიშზე
თურქეთის ვაჭრობის მინისტრის კომენტარი ევროკავშირის 2024 წლის ანგარიშზე
თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა ომერ ბოლათმა შეაფასა ევროკომისიის მიერ მომზადებული "2024 წლის თურქეთის ანგარიშის" ეკონომიკური და სავაჭრო ასპექტები.
მან აღნიშნა, რომ ანგარიშში ხაზგასმულია თურქეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაძლიერება ორმხრივი ინტერესების საფუძველზე.
მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მიღწეულია პროგრესი საბაჟო კავშირის ფარგლებში არსებული პრობლემების გადაჭრის მიმართულებით.
ომერ ბოლათმა განაცხადა, რომ ისინი მზად არიან შემდგომი მუშაობისთვის ევროკავშირთან მოლაპარაკებებისთვის.
ვაჭრობის მინისტრმა ბოლათმა აღნიშნა: "ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს სავაჭრო პარტნიორთან, ევროკავშირთან ვაჭრობის ბარიერების მოხსნა, ურთიერთსარგებლიანობის საფუძველზე და ისეთ საკითხებში თანამშრომლობის განვითარება, როგორიცაა მწვანე ტრანსფორმაცია და ციფრული ვაჭრობა, ახალი დიალოგის პროცესის დაბალანსებული წარმართვა დამოკიდებული იქნება ევროკავშირთან ერთად გადადგმულ ნაბიჯებზე."
ბოლათმა ასევე დასძინა: "ჩვენი სამინისტროს მზაობა მჭიდრო თანამშრომლობისა და დიალოგისთვის ნათელია. ასევე, ბუნებრივია, კვლავ ველით, რომ ევროკავშირი შეასრულებს თავის ვალდებულებებს მასზე დაკისრებულ საკითხებში."
მსგავსი ინფორმაციები
პრეზიდენტი ერდოღანი: „სირიაში ოპოზიციის სამიზნე დედაქალაქი დამასკოა“
პრეზიდენტი ერდოღანი: „სირიაში ოპოზიციის სამიზნე დედაქალაქი დამასკოა“