თურქეთმა ჩადში მომხდარი ტერაქტი დაგმო

თურქეთმა ჩადში მომხდარი ტერაქტი დაგმო

2203887
თურქეთმა ჩადში მომხდარი ტერაქტი დაგმო

თურქეთმა განაცხადა, რომ მწუხარებით შეიტყო 27 ოქტომბერს ჩადის ტბის პროვინციაში სამხედრო ობიექტზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაახლოებით 40 ჩადელი ჯარისკაცის დაღუპვისა და მრავალი დაჭრილის შესახებ.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ჩადში განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმასთან დაკავშირებით  წერილობითი განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში ნათქვამია: „მწუხარებით შევიტყვეთ, რომ 27 ოქტომბრის ღამეს ჩადის ტბის პროვინციაში სამხედრო ობიექტზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაიღუპა დაახლოებით 40 ჩადელი ჯარისკაცი და მრავალი დაიჭრა. ტერაქტის შედეგად დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს სამძიმარს ვუცხადებთ, დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“.



მსგავსი ინფორმაციები