პრეზიდენტმა ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა
პრეზიდენტმა ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა
პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა: „ჩვენ გავაგრძელებთ მიზანმიმართულად ჩვენს მიღწევებს თავდაცვის ინდუსტრიაში, რომელიც ჩვენი ქვეყნის სიამაყის წყაროა მთელ მსოფლიოში“.
პრეზიდენტმა ერდოღანმა გუშინ პრეზიდენტის სასახლეში მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ დღის წესრიგთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთა.
მან აღნიშნა, რომ თათრეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ყაზანში ჩასვლისთანავე მიიღეს ინფორმაცია, თურქეთის ავიაკოსმოსური მრეწველობის კომპანია TUSAŞ-ის შტაბ-ბინის კომპლექსზე განხორციელებული ვერაგული ტერორისტული თავდასხმის შესახებ, რომლის დროსაც 5 ადამიანი დაიღუპა. მან განაცხადა, რომ თავდასხმის დრო და სამიზნის შერჩევა არ იყო შემთხვევითი: „ჩანს, რომ სისხლით მკვებავი ტერორისტული ბარონები რეგიონში ეძებენ ახალ ბატონებს და ახალ პატრონებს, რომელთაც ემსახურონ. ჩვენ კი ამ საზიზღარი თავდასხმით გამოგზავნილი გზავნილები დავჭმუჭნეთ და ნაგავში მოვისროლეთ“.
პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ TUSAŞ-ზე თავდასხმის შემდეგ მიზანში ამოიღეს ტერორისტული ორგანიზაციის 470-ზე მეტი წერტილი და გაანეიტრალეს 213 ტერორისტი.
პრეზიდენტმა განაცხადა: „ჩვენ არ მივიღებთ არანაირ გზავნილს ტერორისტებისგან, სისხლიანი ხელების მქონე მკვლელებისგან, გონებადაკარგული მარიონეტებისგან და მათი პატრონებისგან. ტერორისტ ბარონებს არ შეუძლიათ თურქული პოლიტიკის დიზაინი, ვერ აღმართავენ განხეთქილების კედლებს 85 მილიონ ადამიანს შორის, ვერ გადაახვევინებენ ჩვენს ქვეყანას დასახული, თავისი გზიდან“.
ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი გააგრძელებს მიზანმიმართულად თავის მიღწევებს თავდაცვის ინდუსტრიაში, რომელიც ქვეყნის სიამაყის წყაროა მსოფლიოში.
მეორეს მხრივ, პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთის ეკონომიკის ძირითადი მაჩვენებლები განაგრძობს გაუმჯობესებას და დასძინა: „თურქეთი მიდის იქ, სადაც მისი ინტერესებია, ვავითარებთ თანამშრომლობას იმ მიმართულებით, რასაც მოითხოვს ჩვენი სარგებელი. ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარი ღერძი თურქეთის ღერძია“.
პრეზიდენტმა ერდოღანმა თავის გამოსვლაში ასევე აღნიშნა, რომ მას ჰქონდა შესაძლებლობა პირადად ენახა თავდაცვის ინდუსტრიის სიამაყის პროდუქტები SAHA EXPO 2024-ზე, რომელიც პირველად 2018 წელს ჩატარდა.
ერდოღანმა აღნიშნა, რომ გამოფენა 150 000-ზე მეტმა ადამიანმა მოინახულა და განაცხადა, რომ SAHA EXPO-მ დაამტკიცა თავისი სიმწიფე თავდაცვის სექტორში 300-ზე მეტი დელეგაციის, 150-ზე მეტი მყიდველი დელეგაციის, 120-ზე მეტი ქვეყნიდან მაღალი დონის მონაწილეების და 1400-ზე მეტი კომპანიის მონაწილეობით.
მსგავსი ინფორმაციები
პრეზიდენტი ერდოღანი: „სირიაში ოპოზიციის სამიზნე დედაქალაქი დამასკოა“
პრეზიდენტი ერდოღანი: „სირიაში ოპოზიციის სამიზნე დედაქალაქი დამასკოა“